ახალი ამბებიმსოფლიო

ინდოეთში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ქუჩაში მოსაქმების გამო მოკლეს

ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ორი ბავშვი მოკლეს , რისი მიზეზიც მათ მიერ ქუჩაში მოსაქმება იყო. 12 წლის როშნი ვალმიკსა და მის 10 წლის ძმას, ავინეშს, ქუჩაში თავს დაესხნენ დეფეკაციის დროს . მცირეწლოვნებს თავდამსხმელებმა ჯოხებით სცემეს, რომლის შემდეგაც თვითმხილველებმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვები საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უმძიმესი ტრავმების გამო ისინი მალევე გარდაიცვალნენ. მთავრობამ გარდაცვლილთა ოჯახს 60 000 რუპია ( 845 $) გადაურიცხა , რათა დაფარონ დასაფლავების ხარჯები.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები