ახალი ამბები

ინდოეთში მაიმუნმა ბავშვი მოკლა

ინდოეთში მაიმუნმა დედას 12 დღის ბავშვი გამოსტაცა და მეზობელი სახლის სახურავზე დატოვა. შედეგად ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. ცხოველი სახლში შეიჭრა, სადაც ქალი თავის შვილს აჭმევდა. მაიმუნმა დედას ჩვილი ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა.

ქალის კივილზე მეზობლები მივიდნენ და მაიმუნს ქვების სროლა დაუწყეს. ცხოველმა ბავშვი მეზობელი სახლის სახურავზე დატოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდა. ტელეარხის ცნობით, მაიმუნმა ბავშვი დაკბინა.

ოქტომბერში ინდოეთში მაიმუნების ჯგუფმა 72 წლის კაცი აგურებით ჩაქოლეს. ცხოველებმა მას სამშენებლო მასალები მაშინ დაუშინეს, როდესაც ის ტყეში ფიჩხების შესაგროვებლად შევიდა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები