ახალი ამბებიპოლიტიკა

იმედს ვიტოვებ, რომ ექიმი საერთაშორისო ზეწოლის ხარჯზე უვნებელი დაგვიბრუნდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ მიმართავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და გამოიყენებს ყველა დამატებით მექანიზმს, რომ ქართველი ექიმი ოჯახს და სამშობლოს დაუბრუნდეს.

“ფაქტია, რომ არანაირი დიალოგი აქ არ მუშაობს. იმედს ვიტოვებ, საერთაშორისო ზეწოლის ხარჯზე დაგვიბრუნდება ექიმი უვნებელი, მე როგორც სახალხო დამცველი ვაპირებ დამატებით მივმართო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და გავარკვიო დამატებით რა მექანიზმების გამოყენება იქნება შესაძლებელი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ექიმმა წარდგენილი ბრალი არ აღიარა, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღების დროს, ე.წ კანონით გათვალისწინებული სასჯელი მაქსიმალურად გამოიყენა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები