ახალი ამბებიპოლიტიკა

“იმათთან შეხვედრაც მქონდა, ოსები იყვნენ და ვუთხარი, იქნება არ მოჰყვეს სარწყავი არხითქო, გვითხრეს არაო – გორის საკრებულოს დეპუტატი

რეზერვუარი, რომლითაც სოფელი გუგუტიანთკარი წყლით მარაგდებოდა იმ მავთულხლართების მიღმა მოჰყვა, რომელთა გავლებაც რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დაასრულეს.

გორის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მახარაშვილმა ამბობს, რომ საკითხის მოგვარება ოსურ მხარესთან სცადა და სოფლისთვის წყლის რეზერვუარის შენარჩუნება სთხოვა.

„სარწყავ არხზე ჰქონდათ პრობლემა. პირდაპირ გეუბნებით, დავურეკე, გამოუშვით, სარწყავი არხით ირწყვება ესთქო. იმათთან შეხვედრაც მქონდა, ოსები იყვნენ და ვუთხარი, რომ ეს ტერიტორია იქნება არ მოჰყვეს, სარწყავი არხი. მე მგონი არ მოჰყვება. გვითხრეს, რომ არაო,“- განაცხადა მახარაშვილმა.

გუგუტიანთკარში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ამ დრომდე არ გამოჩენილან.

გორის საკრებულოს დეპუტატს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ პოლიცია ხალხის გვერდზე ბორდერიზაციის დაწყების პირველივე დღიდან დგას.

„პოლიციის თანამშრომლები დაწყებიდან აქ არიან, ხალხის გვერდზე არიან. მერის მოადგილე იყო, გუბერნატორის მოადგილე იყო, გუშინ აქ იყვნენ. გუბერნატორი არ ვიცი რატომ არ იყო, ალბათ ამოვა. გამოსავალს ვერანაირად ვერ გეტყვით, მე ამათ რომ ვუთხარი, შევაჩეროთ არ შეიძლება? ამათ მითხრეს, დაგვირეკონ იქიდან, გვითხრან და წავალთ ჩვენცო,“- განაცხადა გორის საკრებულოს დეპუტატმა, მერაბ მახარაშვილმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები