ახალი ამბები

ილია მეორე : გამსახურდიას ჯვარი მძიმეა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილეზე ისაუბრა.
,, დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი საქართელოსი, მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლითმან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართელოში ჩენი ერისთის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სულის მოსახსენიებლად”,-განაცხადა პატრიარქმა.
,,ამ კვირას, ამ კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემა; ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისგან ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს. ეს არის სწრაფვა ღვთისკენ, მაღლა ზეცისაკენ და ადამიანისკენ. აი, ეს არის ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა”, – აღნიშნა ასევე ილია მეორემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები