ახალი ამბებიგართობაკულტურამსოფლიოსპორტი

იაპონიაში მორაგბეებს სვირინგების დამალვა მოსთხოვეს

იაპონიაში სვირინგები ასოცირდება იაკუძას კრიმინალურ სინდიკატთან.

2015 წლის კვლევით სასტუმროების და სხვა დასასვენებელი ობიექტების 56% უარს ეუბნებოდა ტურისტებს ტრადიციულ იაპონურ აბანოში შესვლაზე ტატუების გამო.

მომავალ წელს იაპონია უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, მორაგბეთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ტრადიციული მაორი სვირინგები ახატიათ, რის გამოც მასპინძლებმა მათ მოთხოვეს ტატუების საზოგადოებისგან დამალვა.

მორაგბეების განცხადებით ისინი პატივს სცემენ კულტურულ განსხვავებებს და იაპონელი საზოგადოების შეხედულებებს, ამიტომ შეეცდებიან შეასრულონ მასპინძელთა მოთხოვნა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები