ახალი ამბებისპორტი

იაკობ ქაჯაიამ საქართველოს 30-ე მედალი მოუტანა

ვერცხლის მედალი მინსკში დასასრულს უახლოვდება მეორე ევროპული თამაშები

130 კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ოქრო მედლისთვის ბრძოლაში იაკობ ქაჯაია მასპინძელ კირილ ჰრიშანსკასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ამით დაასრულეს მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა. შეჯიბრებაში, რომელშიც სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში, 50 ქვეყნის, 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა მედლების 200 კომპლექტისთვის ბრძოლაში, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 61 სპორტსმენით იყო წარდგენილი, 30 მედალი მოიპოვა, რაც 14-ით სჭარბობს ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე, მოპოვებულ მედლების რაოდენობას. ბაქოში, საქართველოს 105 სპორტსმენს სპორტის 20 სახეობის მედლების 253 კომპლექტიდან 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და გუნდურ ჩათვლაში 21-ე იყო.

საქართველოს ამ დროისთვის გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილი უკავია.

შეგახსენებთ იმ სპორტსმენებს, როლებმაც მინსკში მედლები მოიპოვეს:

ოქრო (6) – ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო), ბექა ბერძენიშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო).

ვერცხლი (10) – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ლიუბოვ გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სახილ ალახვერდოვი (კრივი), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ბრინჯაო (15) – ბექა ბერულავა (სამბო), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), ნინოსალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (პნევმატური პისტოლეტით სროლა), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ოთარ ერანოსიანი (კრივი), გოგიტა არქანია (კარატე), დათო ჩხარტიშვილი (ბერძულ-რომაული ჭიდაობა), რევაზ ნადარეიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები