ახალი ამბებიმსოფლიო

ჰონკ-კონგი პროტესტის ტალღამ მოიცვა

ჰონკ-კონგში ათასობით მომიტინგე – ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები – ქუჩაში გადავიდნენ, ისინი მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა ხელი შეუშალონ ექსტრადაციის კანონპროექტის მიღებას. პროტესტის მონაწილეები ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან. მომიტინგეებმა გადაკეტეს ქუჩები, ადგილზე მობილიზებულია ჰონგ-კონგის პოლიცია.
„ეს ქცევა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს მიღმაა. მოვუწოდებთ [მომიტინგეებს], რომ რაც შეიძლება მალე დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ სათანადო ძალას“- განაცხადა ჰონგ-კონგის პოლიციამ.
ბატონმა ჩეუნგმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მიზანში მხოლოდ სერიოზული დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ.
პროექტის განხილვა ადგილობრივი დროით 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩინეთის საკანონმდებლო საბჭომ (LegCo) უკვე გადადო კანონპროექტის მეორე მოსმენა. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები არ შეწყვეტენ პროტესტს, რადგან, მათი განცხადებით, მთავრობა კანონპროექტის შეჩერებას არ აპირებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები