ახალი ამბებიმსოფლიო

ჰონგ-კონგში თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

ჰონგ-კონგში ოპოზიციურმა გაერთიანებამ გაიმარჯვა ადგილობრივ არჩევნებში. ადგილობრივი ინფორმაციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2.94 მილიონმა ადამიანმა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მთლიანი ელექტორატიდან აქტივობის 71 %-ს წარმოადგენს . ინფორმაციას AL JAZEERA ავრცელებს.

მიუხედავად არსებული შიშებისა, რომ არეულობის ფონზე ჩაიშლებოდა არჩევნები, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ 452 ადგილიდან საქალაქო საბჭოში 390 ადგილი მოიპოვა.

წინა არჩევნების შედეგად რაიონულ საბჭოებში ადგილების 75%-ს სამთავრობო პარტიები აკონტროლებდნენ, რომლებსაც მხარს გავლენიანი ბიზნესმენები და საზოგადოებრივი გაერთიანებები.

ჰონგ-კონგის საოლქო საბჭოს წევრებს მცირე პოლიტიკური ძალაუფლება ექნებათ და ისინი ძირითადად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალაქში შიდა პრობლემების აღმოფხვრა- ინფრასტრუქტურული საკითხები, მოძრაობის რეგულირება, ნაგვის კონტროლი, ქალაქში დასუფთავებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ა.შ.

მიუხედავად ზემოხსენებული შედეგისა, არჩევნები იყო ერთგვარი ტესტი მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობისა და ლოიალურად დამოკიდებულების შემოწმებისა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები