ახალი ამბებიმსოფლიო

ჰონგ-კონგში ათიათასობით ადამიანი გაიფიცა- ქალაქში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

ჰონგ-კონგი მოიცვა მასობრივმა გაფიცვებმა, რამაც რეგიონში ქაოსი გამოიწვია – გაფიცულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები. აეროპორტში 2300 მომუშავე ადამიანი გაიფიცა, რის გამოც 224 დაგეგმილი ფრენა გაუქმდა.

ექსპერტების განცხადებით, ორშაბათის გაფიცვა ქალაქის ისტორიაში უპრეცედენტოა, რომელმაც ეკონომიკაში მძიმე რყევები გამოიწვია. გაფიცულთა შორის არიან აგრეთვე მასწავლებლები, ზღვის მაშველები, უსაფრთხოების თანამშრომლები, მშენებლობაზე მომუშავე მუშები და თითქმის 14 000 ადამიანი , რომელიც დასაქმებულია საინჟინრო სექტორში.

ორშაბათის მასობრივი გაფიცვა დაემთხვა ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებს, რომელიც უკვე ზედიზედ მე-9 კვირაა მიმდინარეობს და ჰქმნის პოლიტიკურ კრიზისს. აქციები დაიწყო ივლისში, რისი მიზეზიც გახდა ოპოზიციის მოთხოვნა, მთავრობის მიერ ექსტრადიციის კანონპროექტის გაუქუმებასთან დაკავშირებით, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ დემონსტრანტები ითხოვენ აგრეთვე მთავრობის ხელმძღვანლის, ქერი ლემის გადადგომას, რომელსაც ბრალად დებენ პოლიციისთვის აქციების ძალადობრივად დაშლის ბრძანების გაცემას, ავტორიტარული პოლიტიკის გატარებასა და დემოკრატიის შეზღუდვას.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები