ახალი ამბები

„ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ივანიშვილისა და ფარცხალაძის მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციებზე საუბრობს

საქართველოში მიზანმიმართულად შექმნილია კომპანიები, რომელთა გავლითაც საქონლის იმპორტირებისას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დღგ-ს გადასახადს არ იხდიან. ისინი მასშტაბურ ფინანსურ მაქინაციის სქემას ქმნიან, რომელიც “ჰაბ ჯორჯიამ” შეისწავლა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ სქემის უკან ბიძინ ივანიშვილთან დაახლოებული გავლენიანი პირები დგანან, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
„სახელმწიფო დოვლათს მიმართავენ კერძო, პირადი ინტერესებისთვის და თავიანთი ჯიბეების შესავსებად. ამ სქემის უკან დგანან კონკრეტული პირები, არაფორმალური მმართველები, ეს არის ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ჰყავს თავისი წრე, ადამიანები, რომლებიც ამას განახორციელებენ, ერთ-ერთი არის მისი ახლო ნათესავი, სიძე ლაშა ქორიძე, რომელიც არის ავტორი ამ სქემის ნავთობპროდუქტების შემთხვევაში და ასევე ხორბლის იმპორტის შემთხვევაშიც,“-განაცხადა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვასო ურუშაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები