ახალი ამბები

გვანცა ფანჩულიძის წერილი დედას

ყველაფერი ბავშვობით იწყება
გამჭვალული დროის ნაწილი რომელიც შენ გეკუთვნის რაღაც რეალომაბ შეიძლება აიტაცოს და აღმოაჩენ რომ დროში დაკარგულმა დაკარგე ის რაც ყოველდღიურობას ელფერს სძენდა…
მახსოვს , ის რაც შენ ,
სწორედ შენ გიკავშირდება
მახსოვს ყველა ის დეტალი რამაც მასწავლა როგორ ვყოფილიყავი ძლიერი რომ შენი სიყვარული ჩემდამი ყოველთვის გამემართლებინა…
დროში დაკარგულმა მაინც შევძელი და წერილის მოწერა გადავწყვიტე
შენ შორს ხარ .
შენ ჩემ გამო , იმისთვის რომ რეალობაში დაკარგულს თავი მეპოვა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტე, თუმცა შენ მაინც შორს ხარ …
ამ დღეს , ბავშვობაში შენთვის ყოველთვის ნახატი მომქონდა
მეტის შემოთავაზება არშემეძლო, მე კი გელოდებოდი როდის მოხვიდოდი ჩამეხუტებოდი და ბედნიერებისგან მეც ავიჭრებოდი იქ სადაც ბედრიერებას საზღვრებიც კი არ დაუწესებია.
მენატრებოდი, ახლაც მენატრები.
შეუძლებელია ის ფენომენი რასაც სიტყვა “დედა” ეწოდება რამემ შეგიცვალოს. რამდენი თავშესაფარი მოვძებნე რომ თავი ამ ტკივილისგან დამეღწია , მაგრამ ამ ტკივილმა შეჭმა დამიწყო და ნაადრევი ასაკიდან შევეჭიდე იმ ტკივილს რამაც დედის მხოლოდ ონლაინ რეჟიმზე დამოკიდებული გამხადა .
ნარკოტიკივით , მძლავრად მქონდა იმის წყურვილი რომ ესე მაინც მყოლოდი გვერდით…
დღეს 3 მარტია
შენ ჩემთან არხარ მაგრამ მე ისევ ისე ბავშვურად მიცემს გული , შეიძლება ნახატიც კი დაგიხატო თუმცა ვფიქრობ რომ დღეს მეტის მოცემა შემიძლია შენთვის ის რაც ჩემი თავით სიამაყეს მოგგვრის .
დღეს 3 მარტია , დღეს დედის დღეა
თუმცა ამ დღეს ჭირდება კი ესეთ სახელად მოხსენიება? 12თვიდან ჩემთვის ყოველდღე მისია, ყოველდღე მისით ვხარობ
და დღეს კი უბრალოდ გწერ , არც მეტი არც ნაკლები , დღეს უბრალოდ გამოგიტყდი.
მინდა რომ ყველამ დავაფასოთ ის რაც ჩვენ ესე უმოწყალოდ გვყავს გვერდით ,რადგან ბევრი ადამიანი, ბევრი შვილი თუნდაც დღევანდელ დღეს ვერავის მიუტანს ნახატს, ვერავის ჩაეხუტება და ვერ იტყვის “დედა მიყვარხარ” .
ტკივილნარევმა მზერამ გამიყინა სისხლთა სისტემა , მაგრამ ძალა შემწევს იმისა , რომ მოგილოცო ეს დღე და გითხრა რომ დედა მიყვარხარ და არაქვს მნიშვნელობა რამდენდად შორს ხარ , მთავარია შენ ჩემ გულში იმ ნახატივით ხარ რომელსაც ყოველთვის გიხატავდი რადგან გცოდნოდა რომ ეს ჩემთვის ძვირფასი იყო…

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები