განათლებათემურ სამხარაძე

“გვახსოვდეს რომ არჩევანი ჩვენს ხელშია, არჩევანი იმისა, თუ რამდენ ხანს დავყოფთ უდაბნოში” ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

რამდენ ჩვენგანს უთქვამს განსაცდელის დროს: რატომ ხდება ასე, ღმერთო? რისთვის ვისჯები? სად ვიპოვი პასუხს?რაღა მაინცდამაინც მე, რატომ, უფალო?

ეს გარდაუვალი გზაა ყოველი ქრისტიანისთვის, ეკლიანი ბილიკი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ამ საწუთისოფლო ქვეყნიერებაზე უნდა გაიაროს,როგორც გამოცდა და კარი მეორე მარადიულ სამყოფელში გადასასვლელი. ამ ცხოვრებაში გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ხან მტკივნეულია ხან სიხარულით აღსავსე,მაგრამ ეს  სწორედ ის გზაა რომელსაც ზეცისკენ მივყავართ.

ადამიანის ცხოვრება უდაყბნოში სიარულს გავს, თავიდან ყველაფერი იოლი ჩანს, იქამდე სანამ გამოილევა წყალი და საგზალი გათავდება. იქამდე, სანამ ქალამანი გაცვდება და უდაბნო თავისუფლების ზონის ნაცლად სადამსჯელო ექსპედიციად გადაიქცევა…   რამდენჯერ გაიხედავ უკან, „უზრუნველყოფილი“ მონობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ხედავდე აღთქმულს და პასუხისმგებლობას იღებდე საკუთარ თავისუფლებაზე. შესაძლოა, უკან არც გაიხედო, მაგრამ თუ ეგვიპტე თან გდევს, თუ ის შენშია, ის ყოველთვის შენ თვალწინ იქნება…  ჩვენ ვუყურებთ გზის სიგრძეს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყურებდეთ, რა სიჩქარით მივდივართ ამ გზაზე მოძრაობისას… შესაძლოა, ამ გზაზე წრეზე სიარულიც მოგვიხდეს და ეს სრულიად რეალურია, თუ ნაცვლად კითხვისა: „როგორ ღმერთო?“, ვიკითხავთ: „რატომ, უფალო?…“ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა ლოდი გადის ურთულეს დამუშავებას, სანამ ქვაში ნატიფი ქანდაკება გამოიკვეთება… ეს სწორედ ის კანონზომიერი გზაა, რომელსაც გაივლის ყველა ადამიანი, ვინც წინ მიდის თავისი ცხოვრებით და არა უკან. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. შესაძლოა, იპოვოთ კიდეც სხვა გზა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგიც სხვაა. თითოეულ ჩვენგანს უპირობო დამოკიდებულება გვაქვს კანონზომიერებებთან და ვიცით, რომ თუ გვინდა წინ წანსვლა, ამისათვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ, ხშირად, კანონზომიერებად არ მივიჩნევთ მომზადების, წვრთნის პროცესს, ამიტომაც ვსვამთ კითხვას: „რატომ ღმერთო?!“

ზუსტადაც რომ უდაბნო ეს ცრემლების, ტკივილისა და იმედგაცრუების, შიშისა და მოლოდინის, დაცემისა და სასოწარკვეთის ადგილია, მაგრამ ღმერთის წყალობით, მასთან თანამყოფობით!ღრუბლის ადგილიცაა იგი! თუ ჩვენთვის ეს გზა არაა მოულოდნელი, თუ ეს გზა ჩვენი არჩევანია, მაშინ ჩვენ ვიტყვით: „ახლა, როგორ, უფალო?!“, ისევე, როგორც ამას მოსე ეკითხებოდა უდაბნოში მოგზაურობისას.ჩვენ არ ვართ მარტონი ჩვენი ცხოვრების უდაბოში, ისევე, როგორც მოსე არ ყოფილა მარტო.მასთან ყოველთვის იყო უფალი.

გვახსოვდეს რომ არჩევანი ჩვენს ხელშია, არჩევანი იმისა, თუ რამდენ ხანს დავყოფთ უდაბნოში…..

კეთილი სურვილებით თ.სამხარაძე

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები