ახალი ამბები

გურჯაანის სავადმყოფოდან 78 წლის მამაკაცი გადმოხტა

ქალაქ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკიდან 78 წლის მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა მაგრამ ჯერ უცნობია რა გახდა სუიციდის მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია გურჯაანის რაიონული პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტი. ამ ფაქტის შესახებ სავადმყოფოს ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები