ახალი ამბებისაზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხერხდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტაქტორი ორგანიზაცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დიდთოვლობის დროს, როგორც კი ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის წმენდის ნებართვას გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მყისიერად დაიწყებს გზის გაწმენდით სამუშაოებს და საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშისროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები