ახალი ამბებიპოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: მე ძალიან მიყვარს რუსეთი, თანაბრად ვთვლი თავს რუსად

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან იმდენად სკანდალურია, რომ მისი წაკითხვა და კომენტარის გაკეთება დღეს ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმაც კი არ ისურვა.

ინტერვიუ საქართველოს მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან 2009 წელს, აგვისტოს ომიდან 6 თვის შემდეგაა ჩაწერილი. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ომთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს: ერთი მხრივ ის გმობს აგვისტოს ომს და იმავდროულად ამ ქვეყნის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს.

„და მაინც: მე ძალიან მიყვარს რუსეთი და თანაბრად ვთვლი თავს რუსად. და არ მიყვარს როდესაც ამბობენ „რუსეთი“, რადგან რუსეთს ამ სამარცხვინო ომთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება სახელისუფლებო სტრუქტურებს, დამიჯერეთ, მათ ძალიან კარგად ესმით რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, პოლიტიკოსისთვის და დიპლომატისთვის ამაზე უარესი მდგომარეობა არ არსებობს“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძე იტერვიუში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2018 წლის არჩევნების კამპანია მოწინააღმდეგისთვის რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულების დაბრალებაზე ააგეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 2008 წლის ომში საქართველოს იმდროინელი ხელისუფლების და პრეზიდენტ სააკაშვილის წინდაუხედაობასა და დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი ღალატის და რუსეთის სიყვარულის ტოლფასია.

„ქართულო ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაბადებული ქართველი ემიგრანტი და დიპლომატია.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თავისი ცხოვრების შეგნებული ნაწილი მოსკოვში, ჯერ საბჭოთა კაშირის, შემდეგ კი რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში საქმიანობას მიუძღვნა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები