ახალი ამბები

გორში შინდისის 17 გმირის ძეგლი დაიდგმება

გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივს მთელი დღის განმავლობაში მიაგებენ.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ბანერი, რომელზეც 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიციაა გამოსახული.

ბრინჯაოს ძეგლის ასაგებად მილიონ ლარამდე დაიხარჯება. საქართველოს მთავრობამ 530 000 და თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყვეს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ შინდისში დაღუპულთა უკვდავსაყოფად ძეგლი მომავალ წელს გაიხსნება.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობის შესახებ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები