ახალი ამბებიმსოფლიო

GOOGLE-მა შექმნა პროგრამა, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონეს განსაზღვრავს

BBC-ის ინფორმაციით GOOGLE ამზადებს სპეციალურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე განისაზღვროს. პროგრამა, რომელიც წარმატებით მოქმედებს აშშ-ში, მალე ევროპაშიც გავრცელდება.

GOOGLE-ის ახალი პროგრამა აგროვებს ინფორმაციებს მშენებლობითა და ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერში დაბინძურებული ნივთიერებების შემცველობაზე, რომლის ნახვა თითოეული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ევროპაში ზემოხსენებული აპლიკაცია გამოიცდება ბირმინგემში, მანჩესტერში, ვულვერემპტონში, კოვენტრში, დუბლინსა და კოპენჰაგენში.

ზემოხსენებული პროგრამა ინფორმაციას მიაწვდის დაინტერესებულ პირებს 4 კატეგორიაში:
1) მშენებლობით გამოწვეული ჰაერის დაბინძრების შესახებ
2) ტრანსპორტით განპირობებული დაბინძრება

3) საერთო დაბინძურება

4) მზის ენერგიის პოტენციალი

აპლიკაცია დაეხმარება ქალაქის მთავრობას, გაატაროს საჭირო ცვლილებები სისუფთავის შესანარჩუნებლად და დაბინძურების შესამცირებლად.

კოპენჰაგენის მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუგლის პროექტს მიესალმა და განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემა გააუმჯობესებს ქალაქში სისუფთავის დონეს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებისთვის ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები