ახალი ამბებისპორტი

გოგა ბითაძის სარეკორდო მატჩი NBA-ში

”ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირადი რეკორდი მოხსნა.

”ვაშინგტონ უიზარდსთან” საკუთარ პარკეტზე- 121:106 მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრების წევრმა 20 წუთში- 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური მიიღო.

შეხვედრის საუკეთესო სნაიპერად ”ვაშინგტონის” ერთ-ერთი ლიდერი ბრედლი ბილი მოგვევლინა, რომელმაც საკუთარ აქტივში 30 ქულა ჩაიწერა.

რეგულარული სეზონის მორიგ დაპირისპირებას ბითაძის “ინდიანა პეისერსი” შინ 9 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, “დეტროიტ პისტონსთან” გამართავს.

NBA-ში დღეს გამთენიისას გამართული სხვა მატჩები შემდეგი შედეგებით დასრულდა:

დეტროიტი-ნიუ იორკი 122:102
ატლანტა-ჩიკაგო 93:113
ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 129:112
ტორონტო-საკრამენტო 124:120
მემფისი-მინესოტა 137:121
დალასი-ორლანდო 107:106
იუტა-ფილადელფია 106:104
კლიპერსი-მილუოკი 124:129

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები