ახალი ამბებისპორტი

გოგა ბითაძის პირველი გაბრწყინება NBA-ში

”ინდიანა პეისერსის” რიგებში მოასპარეზე გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

ქართველი ცენტრის გუნდმა ”კლივლენდის” წინააღმდეგ გამართული საშინაო შეხვედრა დაძბულ ბრძოლაში- 102:95 მოიგო. გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. მან პარკეტზე გატარებულ 24:54 წუთში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო.

რეგულარული სეზონის მორიგ დაპირისპირებაში 4 ნოემბერს ”ინდიანა” ”ჩიკაგო ბულზს’ შეხვდება.

აქვე გაგაცნობთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას გამართული სხვა მატჩების შედეგებს:

ბრუკლინი-ჰიუსტონი 123:116
ორლანდო-მილუოკი 91:123
ბოსტონი-ნიქსი 104:102
ჩიკაგო-დეტროიტი 112:106
დალასი-ლეიკერსი 110:119 (103:103)
საკრამენტო-იუტა 102:101
გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 110:127

15:00

”დინამოს” მარცხი ივანწმინდაში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის სასტარტო მატჩში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ბათუმის ”დინამო” საჩხერის ”ჩიხურას” ესტუმრა და მეტოქესთან- 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 67-ე წუთზე იმერლები გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა. 89-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა ბრწინვალე სოლო რეიდის შემდეგ საბოლოო წერტილი დასვა.

ბათუმელებს 64 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავიათ და მე-2 ადგილზე მყოფ თბილისის ”დინამოს” ერთადერთი ქულით უსწრებენ. მე-3 პოზიციაზე მყოფ ”საბურთალოს” აქტივში 61 ქულაა.

”ჩიხურამ” ამ წარმატების შედეგად, 41 ქულა დააგროვა და მე-5 საფეხურს იმყოფება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან:

2 ნოემბერი
14:00 სიონი-რუსთავი
18:00 ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი

3 ნოემბერი
16:00 დილა-საბურთალო
19:00 დინამო თბილისი-ტორპედო

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები