ახალი ამბებიპოლიტიკა

“გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ ჯარი არ გივარგათ” – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე Facebook გვერდზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა გირჩის “ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდობის “დეგრადაციასა” და სახელმწიფოსთვის “ძირის გამოთხრაში” დაადანაშაულა.
“ღარიბაშვილმა გირჩი საფრთხეს უქმნის ქვეყანასო. გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ არ გივარგათ ჯარი და ყოველ წელს ათასობით ახალგაზრდა მიგყავთ ყარაულებად და დარაჯებად თითქმის უფასოდ. მერე გინდათ, რომ მოატყუოთ ხალხი, რომ ეს “სამხედრო სამსახურია” და დააბრალოთ, რომ ამათ არ უყვართ სამშობლო იმიტომ, რომ ყარაულებად უფასო მუშახელი არ უნდათ რომ იყვნენ.
შესაცვლელია ეს სამარცხვინო იერარქიული და ექსპლოატაციური სისტემა და მაგის რეფორმის ხედვა წარმოგედგინათ ჯობდა. გადადით მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე, ან გააკეთეთ ისეთი თანასწორი და საყოველთაო გაწვევა (ბალტიისპირეთი, ისრაელი), სადაც თქვენ ფუმფულა ბალიშებზე გაზრდილ შვილებსაც გაუშვებთ და ნახეთ მერე, გირჩს მუშტარი თუ ეყოლება”- აცხადებს დოლიძე.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები