ახალი ამბებიგანათლებაგართობასაზოგადოება

“გიყვარდეს – ნიშნავს სიკეთე გსურდეს სხვისთვის” თემურ სამხარაძე

დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ განსვავებულები ვართ! ყველას თავისებური ხასიათი აქვს. როგორ თქვა ქრისტემ ? „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას“ (ინ. 13:35).

   შემიძლია თამამად დავიწყო საუბარი ასეთი სიტყვებით თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც – ადამიანი. ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება.  ყველას თავისი შეხედულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ის, რაც მე არ მომწონს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ სხვასაც არ მოეწონოს და პირიქით: რაც მე მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც აუცილებლად მოეწონება ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება: რას მოვუსმინოთ, რომელ გადაცემას, რა გვიყვარდეს, როგორი მუსიკა მოგვწონდეს და უსმენდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია სხვების შეცვლა. განა ასე არ არის? არ მეთანხმებით? მაგრამ არსებობს ის, რაც, ამ სხვაობისა და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ყველას უნდა გვაერთიანებდეს.

  ეს არის სიყვარული. დაე, ნურასოდეს დაიშრიტება ის ჩვენში ეს წმინდა გრძნობა! დაე, ყოველთვის სუფევდეს ის ჩვენ შორის,როგორც სამაგრი, მტკიცედ გვაკავშირებდეს ერთმანეთთან. მაშინ არაფერში ვიგრძნობდით დაპირისპირებას, არანაირი მიზეზით არ გადავემტერებოდით ცხოვრებაში ვინმეს. ჩვენ ხომ საერთო ტკივილი და საერთო მტერი – სიკვდილი გვაერთიანებს, და კიდევ: საერთო მისწრაფება ცხოვრებისკენ, აღდგომისკენ, ბედნიერებისა და სიყვარულისაკენ. ჩვენ, ადამიანები, განსაკუთრებულად ღრმა აზრით ვართ დაკავშირებული ერთამანეთთან ამ ფუძემდებლური წარმოდგენების მიერ.

 დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ განსვავებულები ვართ! ყველას თავისებური ხასიათი აქვს. როგორ თქვა ქრისტემ ? „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას“ (ინ. 13:35). მას არ უთქვამს, იმით მიხვდება ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთსა და იმავე მელოდიას მოუსმენთ, თუ ერთნაირი შეხედულებები გექნებათ ან ერთნაირად იცხოვრებთო. ყველას განსხვავებული ხასიათი გვაქვს: ზოგს – ასეთი და ზოგს – ისეთი. საღვთო ლიტურგიის დროსაც ხომ ყველა თავისებურად ლოცულობს, თავისებურად განიცდის, განა ასე არ არის?! მაგრამ ყველანი ვგრძნობთ სიყვარულს. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, – ამბობს უფალი, – უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას.“. ეს ყველაზე რთულია. ყველაზე რთულია შეინარჩუნო სიყვარული.

  და როგორ შეიყვარებ, თუ ჯერ სიყვარულს არ ისწავლი?! ძნელია გიყვარდეს. გიყვარს შენ? გიყვარს! და ვინც გიყვარს, იმის შესახებ ფიქრობ და ამბობ: „მე მიყვარს ის, არ შემიძლია, რომ არ მიყვარდეს, მოვკვდები მისი გულისთვის…“ და ეს სიყვარულად მიგვაჩნია. ამ ყველაფერს ერთ სიტყვას ვარქმევთ – სიყვარულს. სინამდვილეში კი ძალიან რთულია გულწრფელად თქვა „მე შენ მიყვარხარ“. ეს გმირობის ტოლფასია.

   სიყვარული მწვერვალია. იგი გადალახვაა და არა – ყოველდღიური და ჩვეულებრივი რამ. მაგალითად, შენ ამბობ, რომ გიყვარს, მაგრამ „მიყვარხარ“ ხშირად ნიშნავს „შენ მე მჭირდები“, ხოლო სიყვარული სიყვარულის სანაცვლოდ უკვე აღარ არის სიყვარული. დიახ, სწორედ ასეა, ბევრი ადამიანი ფრიად საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი. გიყვარდეს – ნიშნავს სიკეთე გსურდეს და ზრუნავდე იმისთვის, ვინც გიყვარს. თუ ვხედავ, რომ რამეში ის წარმატებული შეიძლება იყოს, მე მას წარმატებას ვუსურვებ, თუნდაც ეს ჩემთვის „არასახეირო იყოს“.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები