ახალი ამბებიპოლიტიკა

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს მიმართავს: „კახი, ალბათ დიდიხანს არჩევდი იახტას იტალიაში… კახის ზუსტად ისე უჭირს, როგორც ქართველ ხალხს…“

პროპორციული საარჩევნი სისტემა იყო დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციის მორიგი თემა, რომელიც საზოგადოებას, ექსპერტებს და პოლიტიკოსებს გიორგი ვაშაძემ გააცნო.
პრეზენტაციის დასაწყისში, გიორგი ვაშაძემ თბილისის მერს კახი კალაძეს სარკაზმით მიმართა და აღნიშნა, თბილისის მერის ქმედება არაადექვატურია.

„კახა კალაძეს მადლობა ეთქმის, რომ ზუსტად ისე უჭირს როგორც ქართველ ხალხს, შენც ისევე გინდა მარტივ კურორტზე დაისვენო, როგორც გაჭირვებული ადამიანები დადიან უდასო სასადილოებში და ზუსტად ისეთივე საკვები გინდა ფეშნებელურ კურორტებზე შენს მეგობრებთან ერთად“ – განაცხადა ვაშაძემ და დაძინა, რომ ასთი არაადექვატურობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. „ალბათ დიდხანს არჩევდნენ იახტას იტალიის იმ ტბაზე, რომელიც ძალიან ლამაზია… მადლობა კახი ამ ყველაფრისთვის“- მიმართა ვაშაძემ თბილისის მერს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები