ახალი ამბებიექსკლუზივიმოგზაურობა

გიდების დავიწყება ძვირად დაუჯდება ქვეყანას

დახმარების 300 ლარი ვერ უშველის ჩვენი საქმის მოწყვეტით გამოწვეულ ზარალს

-დახმარების 300 ლარი ვერ უშველის ჩვენი საქმის მოწყვეტით გამოწვეულ ზარალს

მაია ცომაიას ბლოგი

ტურიზმი წლების განმავლობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი იყო და მთავრობის მხრიდან მისი მასტიმულირებელი არაერთი ღონისძიება გატარებულა. მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაცია შემაფერხებელი იქნება ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ბედიც გაურკვეველია.

ტურიზმში, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი გიდია, რომელსაც ძირითადად ტურისტული კომპანიები-მუდმივად ან  “გიდების ასოციაცია” საჭიროებისამებრ ასაქმებს! ან თავად ინტერნეტ საიტების საშუალებით სთავაზობენ ტურისტებს მარშრუტებსა და სხვა სერვისებს.

გიდი პასუხისმგებელია ჯგუფის გადაადგილებასა და მათ უსაფრთხოებაზეც. რაც უფრო მიმზიდველი, თან სასიამოვნოა ტურის მარშუტები და ის ძირითადი ასპექტები-ქვეყნიის კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გადმოცემა, მით უფრო კმაყოფილი რჩება ტურისტი და საქართველოც იწერება  “აუცილებელად სანახავ ქვეყნების ნუსხაში”.

ხათუნა წერეთელი უკვე 16 წელია გიდია და ტურები – ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მიჰყავს. საქართველოს გიდების ასოციაციის წევრია და ერთ-ერთ პოპულარულ ფრანგულენოვან გიდად ითვლება. პროფესიონალიზმისთვის არაერთხელ ანდეს საფრანგეთიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციები – ფრანგი ელჩები, დიპლომატები, მეღვინეები, საფრანგეთის ჟანდარმერიის უფროსები, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც კი.  

ხათუნა წერეთელი:
-ქართული ტურიზმი ვერ აღორძინდებოდა გიდების გარეშე, ჩვენ ვართ სახე ქვეყნისა. გიდობა არის დიდი პასუხისმგებლობა, ცოდნა და გამოცდილება, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას. ყოველი ტურის წინ ვემზადები, ვეძებ ახალ-ახალ ინფორმაციებს, რათა უფრო მიმზიდველი და დაუვიწყარი გავხადო ტურისტებისთვის დღე. ასევე, ჩვენ მომსახურებაზეა დამოკიდებული ისე შევაყვაროთ ვიზიტორებს საქართველო, რომ აუცილებლად გაუჩნდეთ მეორედ ჩამოსვლის სურვილი, ან სხვასაც ურჩიონ.

-როგორც ვიცი, საფრანგეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის გიდიც იყავი, გამოსცა ტურისტული გზამკვლევი, ხათუნა წერეთელი შეიყვანა გიდად და ყველასთან გიწევს რეკომენდაციას

-ნამდვილად ასე იყო, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ჩემი შრომის შეფასების დასტური. ჩვენით ცოცხლობდა ქართული ტურიზმი და ახლა, როცა ქვეყანაში არა მარტო ტურიზმი, არამედ ყველა სფერო კრიზისშია, მხოლოდ მთავრობის დახმარების იმედად დავრჩით! ინტერესით მოვისმინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა და დამრჩა შჭაბეჭდილება, რომ გიდები არ ვარსებობთ. დახმარების ვერცერთ პუნქტში ვერ აღმოვაჩინეთ თავი. თუ ფიქრობთ, რომ თვით-დასაქმებულთა რიცხვს მივეკუთვნებით, ერთჯერადი დახმარების 300 ლარი ვერ უშველის ჩვენი საქმის მოწყვეტით გამოწვეულ ზარალს. მართლა სირცხვილია! 

-ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას ჩვენი დავიწყება! 

 

.

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები