ახალი ამბები

გია ყანჩელი: რუსეთის პირსისხლიანი პრეზიდენტი ლენინის, სტალინისა და ჰიტლერის საქმეს აგრძელებს

"სამშობლოს სიყვარული სპეციალობა არ გახლავთ, სამშობლოს სიყვარული ისეთივე გრძნობაა, როგორის სიყვარული მშობლების და ახლობლების მიმართ"

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2019 წლის იანვარში, “არტ არეასთან” ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “პირსისხლიანს” უწოდებდა და ამბობდა, რომ ის ლენინის, სტალინისა და ჰიტლერი ს საქმეს აგრძელებს.
კომპოზიტორი რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებზეც ამახვილებს ყურადღებას:
რუსეთის რეჟიმის მესვეურებს არ ესმით, რომ კავკასიონის ქედი არ შეიძლება ორად ჰყოფდეს ერთი და იგივე ხალხს. რატომ არ ესმით ეს მსოფლიოში მათ ვინც დაინტერესებულია ამ პრობლემით?

მათ ესმით რატომ იყო გაყოფილი ბერლინი… ვიეტნამი, კორეა, მაგრამ რატომ არ ფიქრდებიან იმაზე, რომ კავკასიის ქედს არ შეუძლია ორად გაჰყოს ერთი ხალხი… ამას ვამბობ მე, რომელსაც დიდი ბებია მყავდა ოსი…

ღმერთმა დამიფაროს რომ ვიყო პოლიტიკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიცოდე რა ხდება ჩემს ქვეყანაში და მსოფლიოში და განსაკუთრბით რუსეთში… მიმაჩნია, რომ ეს პირსისხლიანი მათი პრეზიდენტი აგძელებს ლენინის, გიტლერის და სტალინის საქმიანობას, უბრალოდ მასშტაბები არ არის ისეთი გრანდიოზული.

მაგრამ ის, რომ ჩვენ წართმეული გვაქვს ტერიტორიები, ის რომ აფხაზეთის და ცხინვალის ომში დაიღუპა ძალიან ბევრი ჩემი თანამემნულე, ის რომ დღეს აღმსავლეთ უკრაინაში 10 ათასზე მეტია გარდაცვლილი მისი წყალობით და ის რომ დღეს სირიაში მოინდომა თავის შეყოფა, რა თქმა უნდა ამაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რაც ხდება ჩემს ქვეყანაი და მსოფლიოში…

სულ მეგონა, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის ნაპრალი შემცირდებოდა, სამწუხაროდ ეს ნაპრალი უფრო მეტად იზრდება… მიმაჩნია, რომ ამ პლანეტას გააუბედურებს ორი რამ – რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი.

სამშობლოს სიყვარული სპეციალობა არ გახლავთ, სამშობლოს სიყვარული ისეთივე გრძნობაა, როგორის სიყვარული მშობლების და ახლობლების მიმართ. მაგრამ როცა სამშობლოს სიყვარული იქცევა პროფესიად, იქ იწყება დეგრადაცია. ამის მაგალითები ჩემს სამშობლოშიც არის, თუმცა ვცდილობ ეს ყველაფერი არ აისახოს ჩემს შემოქმედებაში პირდაპირ, მაგრამ ალბათ ირიბად მაინც აისახება… ამიტომაც არის ჩემი მუსიკა სევდიანი და ხანდახან – ტრაგიკულიც..”, -ამბობდა კომპოზიტორი “რტ არეასთან”.

შეგახსენებთ, კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შერმდეგ, დღეს გარდაიცვალა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები