ახალი ამბები

ღარიბი ხალხის შვილებს მუდამ უფასოდ მკურნალობდა

ვილნიუსელი დიპლომიანი ექიმი

                                         გაიცანით ცემახ იოსელევიჩ შაბადი-ექიმი აიბოლიტი 

მაია ცომაიას ბლოგი 

ყველასათვის საყვარელი “ექიმი აიბოლიტი”, რომელსაც  დღემდე პოზიტიური განწყობითა და იმიჯით ვახსენებთ მწერალ კორნეი ჩუკოვსკის  მოთხრობით გავიცანით.  მოთხრობაში აღწერილია ექიმი აიბოლიტის ხიფათით აღსავსე მოგზაურობა შორეულ აფრიკაში, სადაც ის თავის მეგობარ ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად ავადმყოფი მაიმუნების სამკურნალოდ გაემგზავრა. სინამდვილეში აიბოლიტი დიპლომიანი ექიმი გახლდათ, ვილნიუსში ცხოვრობდა და სწავლის დამთავრების შემდეგ აფრიკის ნაცვლად, ასტრახანში გაემგზავრა ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად .

“თუ გაქვთ გრიპი ან ყბაყურა, ხველა, სურდო ან კოლიტი უმტკივნეულოდ მოგირჩენთ კეთილი აიბოლიტი…”

 ერთ-ერთი კლინიკის ონკოქირურგმა, ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ჯაბა ბაბაევმა სპეციალურად ჩვენთვის თარგმნა  საინტერესო ისტორია რეალურ, დიპლომიან ექიმზე – ცემახ შაბადზე

ჯაბა ბაბაევი:

 

გეკითხებით, ვინ იცოდა “აიბოლიტის ” პროტოტიპის ნამდვილი სახელი და გვარი?

-ყურადღება!
საოცარი ისტორია!
(ვთარგმნე სპეციალურად თქვენთვის)

…ვილნიუსის ერთ-ერთ ქუჩაზე დგას სკულპტურა:
-მოხუცი ებრაელი და პატარა გოგონა – კატის კნუტით ხელში.
… ბრძენი, მოხუცი ებრაელი პალტოში.
… ხელჯოხით და თავზე შლაპით.
იგი სიყვარულით და მზრუნველობით მისჩერებია პატარა გოგონას.
მათგან მოედინება უსაზღვრო პოზიტივი, სიკეთე და სითბო.
საოცარი სკულპტურაა!
ვინ არიან?
გაიცანით:
ცემახ იოსელევიჩ შაბადი!
-რაო, არაფერს არ გეუბნებათ ეს სახელი და გვარი?
აბა მოდით, მეორენაირად წარვადგინოთ:
გაიცანით:
-თქვენს წინაშეა ექიმი აიბოლიტი!
დიახ, სწორედ ის, მთელი თავისი დიდებულებით!
” ავად გამხდარს ყველას შველის მგელია თუ შველი!”
-გეკითხებით, ვინ იცოდა “აიბოლიტის ” პროტოტიპის ნამდვილი სახელი და გვარი?
ან ვის ახსოვდა , რომ ის თურმე ვილნიუსში ცხოვრობდა?
…ცემახ შაბადი დიპლომიანი ექიმი იყო. სწავლის დამთავრების შემდეგ ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ასტრახანში გააგზავნეს (აფრიკაში კი არა!)
შემდეგ დაბრუნდა ვილნიუსში.
იქ მას სამედიცინო პრაქტიკა ჰქონდა, მაგრამ უმთავრესად საზოგადოებრივ მოღვაწეობას და ქველმოქმედებას ეწეოდა.
სწორედ მან დააარსა ობლების თავშესაფრები და გამაჯანსაღებელი ბანაკები მოზარდებისთვის.
ცემახ შაბადის წყალობით ქალაქში ორგანიზება გაეწია აქციას “რძის წვეთი”, რისი დახმარებითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ჩვილები ჰყავდათ ,უფასოდ ეძლეოდათ საკვები და ტანსაცმელი.
“დოქტორი აიბოლიტის” შემქმნელი, რუსი პოეტი და საზოგადო მღვაწე – კორნეი ჩუკოვსკი პირადად იცნობდა ცემახ შაბადს და ორჯერ სტუმრობდა კიდეც მას საკუთარ ბინაზე, ვილნიუსში.
აი რას წერდა მასზე :
“- ეს ისეთი კეთილი ადამიანი იყო, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არსებობს.
ღარიბი ხალხის შვილებს მუდამ უფასოდ მკურნალობდა…
მოდის, ზოგჯერ მასთან გამხდარი გოგონა და ის ღიმილით ეუბნება:
-გინდა, რომ რეცეპტი გამოგიწერო? არა! შენ დაგეხმარება რძე! მოდი ჩემთან ყოველ დილით და მიირთვი ქაფქაფა ორი ჭიქა!
…თავად შემიმჩნევია, როგორი დიდი რიგი დგებოდა მის კარებთან დილაობით. ბავშვები მარტო კი არ მოდიოდნენ, თავიანთი ცხოველებიც მოჰყავდათ!”
ნორჩები ჭკუას კარგავდნენ თავიანთ კეთილ მკურნალზე. ავადაც რომ არ ყოფილიყვნენ, მაინც მიდიოდნენ მასთან, ემუსაიფებოდნენ, თავიანთ ბავშვურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ და რჩევებს ღებულობდნენ.
ექიმი მათ, როგორც დიდებს, ისე სერიოზულად ელაპარაკებოდა. არასდროს არ ამადლიდა არავის არც მათ და არც მათი საყვარელი ცხოველის მკურნალობას.
არჩენდა ძაღლებს, კატებს, მტრედებს, გოჭებს – თუმცა არასდროს არ ჰქონია ვეტერინარის დიპლომი და გამოცდილება…
ამ ადამიანის შთამომავლების, ცნობილი პიროვნებების – ბალერინას -მაია პლისეცკაიას და მოჭადრაკის – მიხეილ ბოტვინიკის ძალისხმევით ვილნიუსში დაიდგა დიდი სულის ამ უკვდავი ადამიანის – სახალხო მკურნალის და ჰუმანისტის ცემახ შაბადის ან დოქტორი აიბოლიტის (როგორც გინდათ , ისე მოიხსენიეთ ის აწი) ძეგლი…

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები