ახალი ამბებივიდეოპოლიტიკა

გერმანული მოდელი ქართული რეალობის გათვალისწინებით – ოპოზიციის შეთავაზება ბიძინა ივანიშვილს (ვიდეო)

"ხმების პროპორციული გადანაწილება და შენარჩუნებული მაჟორიტარები"- ოპოზიციის შეთანხმება ცნობილია.

“ლეობორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციიები დასრულდა. ოპოზიცია მყარად დგას და არ იღებს მაჟორიტარულ სისტემას.

ხელისუფლების ოპონენტებმა ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი შეიმუშავა, სადაც გათვალისწინებულია ქართული რეალობა.

საარჩევნო სისტემის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული მოდელის დამტკიცებას სულ რაღაც 76 ხმა სჭირდება.

ოპოზიციაში განმარეს, რომ აღნიშნული მოდელით ხმების პროპორციული გადანაწილება მოხდება, შენარჩუნებულია მაჟორიტარები, თუმცა ეს მპდელი ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობას ზღუდავს.

შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მათ მიერ მომხადებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებისთვის მზადაა.

ოპოზიცია დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციებს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი ითვალისწინებს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღებას.

“პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის. ამასთან, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს, მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები 6,7 ან 8 მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება შესაძლებლობა, მიიტაცოს ხელისუფლება”- აცხადებენ ოპოზიციაში.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები