ახალი ამბებიმსოფლიო

გერმანიაში მძღოლმა 10 000 ბოთლი ლუდი გზაზე დაღვარა

გერმანიაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელსაც 1280 ყუთი ლუდი გადაჰქონდა, ტვირთის 40% – 10 000 ბოთლი ლუდი სატვირთო ძარიდან გადმოუვარდა და მიწაზე დაიღვარა.
შემთხვევა ბავარიაში ერთერთ გზაჯვარედინზე მოხდა.

ინციდენტის შედეგად გზატკეცილზე მოძრაობა დროებით რამდენიმე საათით შეფერხებული იყო. გზის გაწმენდაში 29 მუშა მონაწილეობდა.
პოლიცია საქმეს ტვირთის არასაკმარისი დაცულობის მუხლით იძიებს, ხოლო მძღოლმა სავარაუდოდ, ანაზღაურებიდან დაახლოებით 12 000 ევრო დაკარგა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები