ახალი ამბები

„გასტროენტეროლოგი“ გთავაზობთ საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულყოფილ ულტრაბგერით კვლევას და მკურნალობას

კურორტული მკურნალობის ანალოგი თბილისიდან გაუსვლელად

წინასაახალწლო და საახალწლო პერიოდი  განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ–ნაწლავისა თუ სხვა სახის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.  გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიმართეთ  სამედიცინო ცენტრ “გასტროენტეროლოგს” , სადაც ჩაიტარებთ  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მაღალპროფესიულ კვლევას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც მედიკამენტოზური, ასევე ბუნებრივი და ფიზიკური მეთოდებით!

ცენტრში ხდება ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების,საყლაპავის და კუჭის დაზიანებების, ახალაზიის,რეფლუქსების, ეზოფაგიტების,მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, ეროზიული დაზიანებების, ნაწლავების დივერტიკულების, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მწვავე და ქრონიკული ინფექციების, დიარეის, ყაბზობის, გაღიზინაებული ნაწლავის სინდრომის, ღვიძლის პათოლოგიების – ჰეპატიტების, ღვიძლის გაცხიმოვნების, მოცულობითი წარმონაქმნების, პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ცენტრში დასახული ამოცანების განხორციელება ხდება კვალიფიციური, აკადემიური ხარისხის მქონე, ლიცენზირებული, სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციებში გაწევრიანებული ექიმების – გასტროენტეროლოგების, თერაპევტების, ნევროლოგების, რადიოლოგების  კონსულტაციებით. ფართოდ გამოიყენება  ენდოსკოპიური კვლევა – კოლონოსკოპია, ჰელიკოპაქტერიის დიაგნოსტიკა სუნთქვით და სხვა.

ცენტრში წარმოებს ნაწლავების სიფონური გამორეცხვა – მინერალური წყლით. ნაღვლის წვენის გამოკვლევა დუოდენალური ზონდირებით და შემდგომი მიკროსკოპიით.

ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი ფიზიოთერაპიული კაბინეტი.

 

სამედიცინო ცენტრი „გასტროენტეროლოგი“ გთავაზობთ ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, ასევე ნაწლავების გამორეცხვას ნატურალური, მინერალური ბორჯომის წყლით

სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგში “ ჩაიტარეთ ჰელიკობაქტერიის გამოსავლენი სუნთქვითი ტესტი, რომელიც გამოავლენს და დაგიცავთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისგან, გასტრიტისა და კუჭის სიმსივნეებისგან!

მხოლოდ სამედიცინო ცენტრი „გასტროენტეროლოგი“ გთავაზობთ საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულყოფილ ულტრაბგერით კვლევას და მკურნალობას!

მისამართი: ბუდაპეშტის 15-ლვოვის ქუჩის კვეთა
📞 592 55 11 55 ; 📞 2-47-59-74

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები