ახალი ამბებიმაია ცომაიამედიცინა

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს ამ დაავადებათა ერთობლიობა განაპირობებდა!

აცალეთ ხალხს მუშაობა!

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს ამ დაავადებათა ერთობლიობა განაპირობებდა!

 

მაია ცომაიას ბლოგი

დღეს, საქართველოში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით მეორე პაციენტი, 81 წლის ქალი გარდაიცვალა. ის 3 აპრილს შეიყვანეს კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან. მისი მდგომარეობა მიმღებშივე კრიტიკულად შეფასდა. 

-პაციენტთან ორმხრივი მწვავე პნევმონია გამოვლინდა. მწვავე რესპირატორული დისტრესი. მწვავე სეფსისი. ანამნეზით გადატანილი ჰქონდა მწვავე ინფაქტი, მოციმციმე არითმია, ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, დაესვა აღნიშნული დიაგნოზი, ის გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის ცენტრში. მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო-განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. 

ირაკლი კოხრეიძე, მამოლოგი, ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ს ვიცე-რექტორი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ეხმაურება აღნიშნულ ფაქტს და  ზოგიერთ “გულშემატკივრის” შეშფოთებას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ორი ლეტალური გამოსავლის შესახებ.
1. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღიდან ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა ერთ-ერთი პირველი დადგა მსოფლიო მასშტაბის გამოწვევასთან ბრძოლის ავანგარდში!
2. უმოკლეს ვადებში განხორციელდა გადამზადების, რესურსების გადანაწილების და მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები – რაც აუცილებელია ამ ტიპის სერვისების გამართული მუშაობისათვის!
3. კლინიკაში მობილიზდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა ადამიანური რესურსი – რათა მინიმუმამდე შემცირდეს სამედიცინო პერსონალის ნოზოკომიური დაინფიცირების რისკი, აგრეთვე ამ ვირუსით არაინფიცირებული პაციენტების დასნებოვნების რისკი!
4. სამედიცინო პერსონალი გენერალური დირექტორის, პროფესორ Levani Ratiani ლევან რატიანისა და კლინიკური დირექტორის Lali Turdzeladze ლალი ტურძელაძის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად არ ტოვებენ კლინიკას და ერთდროულად ადეკვატურად, გამართულად, მაღალპროფესიულად და დაუღალავად ზრუნავენ როგორც სამედიცინო, ისე პარასამედიცინო პრობლემებზე!
5. კლინიკაში მობილიზებულია ინფექციონისთა და ეპიდემიოლოგთა უაღრესად პროფესიული და კვალიფიციური შემადგენლობა პროფესორ ელზა ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, რომლებიც ასევე შეუპოვრად და 24/7 რეჟიმში ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას!
6. კლინიკის არასამედიცინო სტაფი ამ არაორდინალურ სიტუაციაში ყველაფერს აკეთებს კლინიკის გამართული ფუნქციონირებისათვის და აქტივობითა და შეუპოვრობით არაფრით ჩამოუვარდებიან სამედიცინო სტაფს ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში!
7. ინფიცირებული პაციენტების დიდი უმრავლესობა, რომელიც მოხვდა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიეკუთვნებიან მძიმე ან უმძიმესი პაციენტების კატეგორიას, ამაზე ისიც მეტყველებს, თუ რამდენად ხშირია სხვა კლინიკებიდან პირველ საუნივერსიტეტოში რეფერალი!
8. გარდაცვლილი პაციენტები მიეკუთვნებოდნენ უმძიმესი თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტთა ჯგუფს, რომელთაც გარდაცვალების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ კორონავირუსით ინფიცირების გარეშეც!
9. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს სწორედაც რომ ამ დაავადებათა ერთობლიობა განაპირობებდა!
10. და ბოლოს – “კეთილის მსურველთა” გასაგონად: ამ ბოლო ორი პუნქტის თუ არ გჯერათ, გთხოვთ იხილოთ მსგავსი თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანთა გარდაცვალების სიხშირე არაპანდემიურ სიტუაციაში, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ჰოსპიტლებში!
აცალეთ ხალხს მუშაობა!
დარჩით სახლში!

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები