ახალი ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2 სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის Facebook-გვერდზე წერია, საუბარია საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამასა და უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიაზე.

ორივე პროგრამაზე განცხადებების გაგზავნა 2019 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2019 წლის 30 ივნისამდე გამოცხადდება.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები