ახალი ამბები

გამოვლენილია ორსულის მართვაში მედ-პერსონალის მხრიდან გადაცდომა

დღეს გამთენიისას ხაშურის სამშობიარო სახლში 40 წლის ქალი გარდაიცვალა

დღეს გამთენიისას ხაშურის სამშობიარო სახლში 40 წლის ქალი გარდაიცვალა

მაია ცომაიას ბლოგი 

სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილისთვის მეხუთე შვილის გაჩენა საბედისწრეო აღმოჩნდა. პაციენტი გუშინ დილით შეიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა.
 აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.

იკვეთება ექიმის შესაძლო გადაცდომა და მას დროებით საქმიანობა შეეზღუდა.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადება:

-ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰოსპიტალის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო სამედიცინო შემთხვევის შესწავლა. პირველ ეტაპზე გამოვლენილია ორსულის მართვაში მედ-პერსონალის მხრიდან გადაცდომა. კონკრეტულად, ჰოსპიტალის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალი, რომლემაც სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი. სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა- შვილის გადარჩენა.

ამ დარღვევის გამო ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ  პროფესიული საქმიანობა შეუჩერა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. 

საკეისრო კვეთით მშობიარობა პათოლოგიურ მშობიარობათა რიცხვს მიეკუთვნება, რადგან ფიზიოლოგიურად ითვლება მშობიარობა, რომლის დროსაც ნაყოფის და მომყოლის დაბადება ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ბუნებრივად, სამშობიარო გზების „გავლით“ ხდება, ხოლო საკეისრო კვეთის დროს ნაყოფის ამოყვანა და მომყოლის ამოღება მხოლოდ მუცლის წინა კედელზე და საშვილოსნოზე გაკეთებული ნაკვეთიდანაა (ჭრილობიდანაა) შესაძლებელი.

საკეისრო კვეთა შეიძლება აუცილებელი გახდეს როგორც მშობიარობამდე, ისე მშობიარობის დროს განვითარებული სხვადასხვა მდგომარეობების გამო, რომლებიც უკავშირდება ან დედის ან ბავშვის პრობლემებს.

პს. გაუგონარი არაპროფესიონალიზმი, საიკეისრო კვეთის პირდაპირ ჩვენება გახლავთ ის ასაკი, რომელიც ამ ქალბატონს ჰქონდა! 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები