ახალი ამბებიპოლიტიკა

„გამარჯვებული საქართველო“-ახალი პოლიტიკური პარტია ქართულ პოლიტიკაში

ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დაფუძნდა. პოლიტიკურ მოძრაობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი არიან. მათი თქმით, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ადამიანები და ძველი პოლიტიკოსები.
„ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი თანამოაზრე გთავაზობთ გზას, სადაც ჩვენს სამშობლოს ექნება განვითარების პერსპექტივა, სადაც საქართველო დაიბრუნებს კავკასიის მედროშის პოზიციას, სადაც ხალხი დაპურდება, სადაც გაგრძელდება რეფორმები და მოდერნიზაცია, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზი, სადაც მოხუცებს ექნებათ სარჩო და დაფასება… ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დააფუძნებს საერთო ეროვნულ მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს შინ და გარეთ.“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა შერატონში იმართება, ყრილობის დაწყებამდე ადგილზე სოსო რობაქიძე მივიდა. მან პოლიტიკაში ოქრუაშვილის დაბრუნება გააპროტესტა, რასაც ხმაური მოყვა. შერატონი მან რამდენიმე წუთში დატოვა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები