ახალი ამბები

“გახარიას სახით ვიხილეთ ჩამოშლილი ინსტიტუტები და პოლიცია, რომელიც იცავს არა ხალხის, არამედ ივანიშვილის ინტერესებს” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებამ ხალხს აჩვენა, რომ სამართალდამცავები ხელისუფლების ბრძანებით იცავდა არა ხალხის ინტერესებს, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ბიზნესს.

“სამწუხაროდ, გახარიას სახით ვიხილეთ ჩამოშლილი და გაუბედურებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც ერთის მხრივ არ შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებთან დიალოგის წარმართვა , ახსნა განმარტებების მიცემა, კომუნიკაცია და მეორეს მხრივ პოლიციას და რიგით პოლიციელებს აძლევს სრულიად გაუაზრებელ ,არაკომპეტენტურ და არაპროფესიონალურ დავალებებს, რისი შედეგიც არის ის, რომ ხალხში არის უსამართლობის განცდა,რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა ხალს და მოქალაქეებს,არამედ ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილს და მისი გარემოცვის კერძო ინტერესებს. მეორეს მხრივ, ვხედავთ სრულიად მიუღებელ ძალადობას პოლიცილების მიმართა, რაც ასევე დაუშვებელია და რაც ასევე მანიშნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ჩამოშლა და ეროზია” – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები