ახალი ამბებიპოლიტიკა

“გადამეტების შემთხვევები იყო ერთეული, თუ იყო სისტემური, ეს არის დასადგენი” – თამარ ჩუგოშვილი 20 ივნისის ღამეზე

“ქართულ ოცნებაში” გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხიმგებლობის საჭიროებას ვერ ხედავენ. უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გამოიყენეს თუ არა ძალა სამართალდამცავებმა პროპორციულად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის საკითხი.

„ძალადობრივი აქციის დაშლა როდესაც იწყება და ძალის წინააღმდეგ როდესაც გამოიყენება ძალა, სამწუხაროდ ძალიან ხშირად რთულია ხოლმე ზიანის თავიდან აცილება და ეს ყველაფერი არის ტრაგიკული და ძალიან მძიმე. გადამეტების შემთხვევები იყო ერთეული, თუ იყო სისტემური, ეს არის დასადგენი. მინისტრმა თქვა ძალიან ნათლად, რომ თუ ეს იყო სისტემური, თუ ეს იყო მასშტაბური, მაშინ ამ შემთხვევაში, მას ეკუთვნის პასუხისმგებლობის აღება, თუ ეს ერთეული შემთხვევები ძალის გადამეტების, მაშინ პასუხი უნდა აგონ ინდივიდუალურმა პირებმა,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები