ახალი ამბები

გააკონტროლეთ ონლაინ ბანკი ალმარი, სადაც ერთ თვიან 500 ლარიან სესხზე გადასახადი 950 ლარია

მაია ცომაიას ბლოგი

ფბ-ზე ახლახანს გამომესახა სარეკლამო განცხადება

გამარჯობათ , ონლაინ ბანკ ალმარში შეგიძლიათ აიღოთ სესხი უპრობლემოთ , არანაირი ისტორიის გადამოწმება , ყველა სესხი მტკიცდება 100-500 ლარამდე, სცადეთ. სესხი დაგიმტკიცდებათ 7 დღის განმავლობაში.

საიტის ლინკი:

https://mrloan.ge//?fbclid=IwAR2UWNiOcklkA0C5RUYrWgV9ZhK9oEu8-TvYNuPj3WkpvHoEgCojhQWDVe0

ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს სესხის გაცემის დროს სესხის სარგებლის ზედა ზღვარი დაუწესდათ. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში მაღალპროცენტიანი – 150%–ზე ზემოთ ონლაინ სესხების გაცემა პრაქტიკულად, იკრძალება. ამის შედეგად   ონლაინ სესხის გამცემმა ბვრმა კომპანიამ  შეაჩერა საქმიანობა . ბაზარზე დარჩა სულ 4-5 კომპანია  და კიდევ უფრო კაბალურ სიტუაციაში ჩააყენა  რეალური, გადამხდელუნარიანი მომხმარებელი, რომელსაც ხელფასიდან ხელფასამდე უწევდა სწრაფი სესხით სარგებლობა და პატიოსნადაც იხდიდა.

ამჯერად  წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 49,97% -ია ,  სამაგიეროდ გაჩნდა ახალი ვალდებულება- ხელშეკრულების საფასური, რომელიც  დაახლოებით 100 ლარამდეა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები