ახალი ამბებიმსოფლიო

ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა

ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ნაღვლის ბუშტის შეტევის გამო მან ავსტრიაში შვებულება შეწყვიტა. ლუქსემბურგის საავადმყოფოში ექიმებმა იუნკერს ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს და ამჟამად იგი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, ჟან-კლოდ იუნკერი, რომელიც ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ევროკომისიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მას 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაინენი შეცვლის.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები