ახალი ამბები

“ევროკავშირი კლიმატისთვის” საქართველოში პროექტის გახსნითი შეხვედრა შედგა

დღეს, თბილისში პროექტის “ევროკავშირი კლიმატისთვის” გახსნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის, გაეროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“პროგრამა “ევროკავშირი კლიმატისთვის” წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაში. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობით ტარდება და მოიცავს 4 წელს. ევროკავშირმა 8 მილიონი ევრო გამოჰყო აღნიშნული პროგრამისთვის. პროექტი მოიცავს 6 ქვეყანასთან პარტიონორობას: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლოდოვა და უკრაინა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები და კონსულტაციები გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მოთხოვნების შეააბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მისაღებად. განსაკუთრებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფერო”. -განაცხადა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტამბოლის რეგიონული ბიუროს ტექნიკურმა სპეციალისტმა ნატალია ოლოფინსკაიამ.
“ევროკავშირი კლიმატისთვის” საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს “პარიზის კლიმატის შეთანხმების” განხორციელებაში, ასევე კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯებესებაში, რათა დავიცვათ საქართველოს ბუნება და საზოგადოება იმ ზეგავლენისგან, რომელიც შეიძლება კლიმატის ცვლილებებს ჰქონდეს”-აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე უცხოელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა საქართველოში წარმატებით იქნას აღმოფხვრილი ის ბუნებრივი საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს კლიმატის ცვლილების გამო.
“ევროკავშირი კლიმატისთვის” ითვალისწინებს გაფართოებულ თანამშრომლობას, რომელიც დამტკიცდა როგორც “2020წლისთვის შესასრულებელი 20 მიზნის” ნაწილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები