ახალი ამბებივიდეომსოფლიო

ეთიოპიაში დააკავეს პირი, რომელიც მიცვალებულის გაცო​ცხლებას შეეცადა

ეთიოპიაში დააკავეს პირი, რომელიც ახლობლებს მიცვალებულის გაცო​ცხლებას დაპირდა. გატაიკალ აიუელე საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებდა. ის ავარიისას დაღუპული ადამიანის გაცოცხლებას აპირებდა.

BBC-ის ინფორმაციით, აიუელე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, საფლავის ამოთხრა დაავალა, კუბო გახსნა, ცხედარს ზედ დააწვა და წამოდგომა რამდენჯერმე უბრძანა, თუმცა უშედეგოდ.

ამის შემდეგ ე.წ. წინასწარმეტყველი საფლავიდან ამოვიდა, განაცხადა „რომ არაფერი გამოდიოდა“ და გაქცევას შეეცადა. ის გარდაცვლილის ნათესავებმა სცემეს, შემდეგ კი პოლიციამ დააკავა.

მიცვალებულის გაცოცხლების მცდელობის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები