ახალი ამბები

ესპანურმა სასამართლომ შაკირა პლაგიატის საქმეზე გაამართლა

მადრიდის საარბიტრაჟო სასამართლომ კოლუმბიელი მომღერალი შაკირა პლაგიატის საქმეზე გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

საქმე ეხებოდა კომპოზიციას La bicicleta, რომელიც შაკირამ მომღერალ კარლოს ვივესთან ერთად ჩაწერა. შაკირას პლაგიატში კუბელი კომპოზიტორი ლივან რაფაელ კასტელიანო ვალდესი ადანაშაულებდა. მისი მტკიცებით, შაკირამ და ვივესმა სიმღერის ტექსტში 1997 წელს მის მიერ დაწერილი კომპოზიცია Yo te quiero tanto-ს ფრაგმენტები გამოიყენეს.

სასამართლომ საქმეზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ კომპოზიციები „აბსოლუტურად განსხვავებულია“.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები