ახალი ამბებიმსოფლიო

ესპანეთის პოლიციამ 2000 კილოგრამი კოკაინით დატვირთული წყალქვეშა ნავი დააკავა

ესპანეთმა დააკავა წყალქვეშა ნავი, სადაც 2 ტონა კოკაინი იქნა აღმოჩენილი სამართალდამცავების მიერ.

პოლიციელთა თქმით, სპეცოპერაციის დროს, დააკავეს ეკიპაჟის 2 წევრი, მესამემ კი გაქცევა მოახერხა. თითოეული ეკვადორული წარმოშობისაა.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესპანური მედიის თანახმად, წყალქვეშა ნავი იყო კოლუმბიური და პოლიცია არკვევს ინფორმაციას, კოკაინით დატვირთლმა აღნიშნულმა ხომალდმა გაიარა, თუ არა სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთამდე არსებული ტერიტორიული წყლები სანაპირო დაცვის სამსახურებისთვის შეუმჩნევლად.

უკვე რამდენიმე ათეული წელია ე.წ „ნარკო-წყალქვეშა ნავები” გამოიყენება ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდისთვის ლათინური ამერიკიდან აშშ-ში .

ესპანელთა მხრიდან მცურავი აპარატის დაკავება მოხდა გალიციის გალიციის სანაპიროებთან.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები