ახალი ამბები

“ეს ხელისუფლების პროვოკაცია, ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ” – ნიკა მელია პანკისის მოვლენებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად აფასევს და აცხადებს, რომ გუშინ სახელმწიფომ ბეწვის ხიდზე გაიარა:

იმ ფონზე, როდესაც მათ იცოდნენ, მეორე წელია პანკისის მოსახლეობაში კატეგორიული წინააღმდეგობა იყო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანა არ გამოიწვევდა კონფლიქტს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში ამ ხეობაში აშენებულა უფრო მძლავრი ჰესი ჩინელი სპეციალისტების მიერ. მათმა კულტურულმა დამოკიდებულებამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან შესაძლებელი გახადა ჰესის მშენებლობა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მკაფიო მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ იქ ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობის დაწყება გამოიწვევდა მსგავს კონფლიქტს. მეორე წელია თავად ამ ხელისუფლებას შეჩერებული ჰქონდა იქ ჰესის მშენებლობა. დაუშვებელი იყო სპეცრაზმის შეყვანა. გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას. დიახაც, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში, ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად.

გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი “ქართული ოცნების” რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა.”- განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები