ახალი ამბებიკულტურასაზოგადოება

ეს იქნება წლის ყველაზე ცნობილი ტილო

არ აცლიან ბაღნებს სიყვარულს

       ეს იქნება წლის ყველაზე ცნობილი ტილო

მაია ცომაიას ბლოგი

კახა ხინველი შესანიშნავად იყენებს მსოფლიო ინიციატივასა და მოწოდებას “დარჩი სახლში” და ჩვეულ რითმში განაგრძობას შემოქმედებით საქმიანობას.

ხატავს! ხატავს! ხატავს!

ბოლო თემატურ  ნამუშევარს კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

ეხ!…კორონა!…არ აცლიან ბაღნებს სიყვარულს, პირბადე კი გაიკეთეს, მაგრამ….დაბნეულები , დისტანციას ვერ იცავენ. იმედია, მათ მშობლებს არ დააჯარიმებენ?! ზევიდან, ძმა აკონტროლებს-ასე ასათაურებს მხატვარი ნახატს. 

კედლებზე წარწერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ესაა მხატვრის სახლი- ბავშვობის მოგონება, მეგობრების სახელები, ემოცია და ვინ იცის, იქნებ შეყვარებულობის პერიოდიც.

ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო მაინც  ბავშვობაა. სიცელქის, სილაღის, წყენის ერთ წამში დავიწყების, ნამდვილი, გულწრფელი განცდების წლები!
ვფიქრობ ეს თემატური ნახატი დარჩება წლების მანძილზე კორონა ვირუსზე მოგონებად და ყველაზე შთამბეჭდავ შესრულებად

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3336917393002664&set=a.971058829588544&type=3&theater

ინფორმაციისთვის:

მხატვარი კახა ხინველი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენის  აქტიური მონაწილე.  მხატვრის ნახატები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. კახა ხინველის ბიოგრაფია შეტანილია თანამედროვე ქართველ მხატვართა ენციკლოპედიაში. იგი დაჯილდოებულია მრავალი დიპლომით და სიგელით

2018 წელს კახა ხინველის  არტ გალერეა თბილისის ისტორიულ მუზეუმ “ქარვასლაში გაიხსნა.

პს. აღნიშნული ტილო უკვე გაყიდულია. ის შეიძინა ეკატერინე ვეფხვაძემ 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები