ახალი ამბები

ეს არის დანაშაული!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ  ტამიფლუს გამოყენება ამოღებულია! 

 

ტამიფლუს მიღების შემთხვევაში გრიპის არავითარი პრევენცია არ ხდება

მაია ცომაიას ბლოგი

მე ექიმი არ ვარ, თუმცა როგორც სამედიცინო გადაცემის “პაციენტის დრო” ავტორსა და წამყვანს მაქვს კითხვა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
თუ ეს მართლა, ასეა, თუ უცხოელმა ექიმებმა ტამიფლუს ყოვლისშემძლეობაში მალე შეიტანეს ეჭვი, და ტამიფლუს მიღების შემთხვევაში (გრიპის სიმტომების პირველი ნიშნების გამოვლინებიდან მედიკამენტის დანიშვნა ხდებოდა პირველ 48 საათში) არავითარი პრევენცია გრიპისა არ ხდება, და თუ მხოლოდ გვერდითი მოქმედებებით გვამახსოვრებს თავს, რატომ ხდება მისი გამოყენება ჩევნთან? მით უფრო ორსულებში!

ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ  ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ.

ეს არის დანაშაული! -ამ სათაურით ეხმიანება ავსტრიაში, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი-ირმა კვიცარიძე სამინისტროს განცხადებას. ექიმი ქართველ კოლეგებს უზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ  რეკომენდაციებს, საიდანაც ტამიფლუს გამოყენება ამოღებულია!

Irma Kvitsaridze

ორი დღის უკან ჩემი კოლეგის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოვეხმაურე, რომელიც წერდა ტამიფლუს შესახებ, სადაც დავწერე რომ ავსტრიაში ტამიფლუს აღარ უნიშნავენ პაციენტებს, რამეთუ არანაირი მოქმედებას არ იწვევს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. მხოლოდ გვერდითი მოქმედებებით გვამახსოვრებს თავს.
დიდი დისკუსია გაიმართა. ვინ ამერიკის სტანდარტს- გაიდლაინებს(გვიყვარს ეს სიტყვა) გვიდებდა არგუმენტად, ვინ საკუთარ გამოცდილებას.
მაინც გადავამოწმე კოლეგებთან, მოვიძიე აქტუალური ლიტერატურა და ესეც ჩემს მიერ შეჯამებული ინფორმაცია. სკეპტიკოსებს ქვემოთ ვთავაზობ ლიტერატურას, ალბათ ჯობს თავად წაიკითხო რომ დაიჯერო!
მაშ ასე:
ყოველ წელს დგება გრიპის ეპიდემიის დრო, მთელ სოფლიოში დაახლოვებით მილიარდი ადამიანი ავადდება გრიპით. აქედან 10-30% 16 წლის ასაკის ზემოთ და 20-30 % ბავშვები.
Tamiflu ს ისტორია სამედიცინო კრიმინალს გავს, არასრულად გამოქვეყნებული მონაცემების და დიდი ფინანსების კორიანტელში.
2009 წელს როცა ინფორმაცია გავრცელდა ღორის გრიპის შესახებ, ავსტრიის ხელისუფლებამ მიალირდები გამოყო და მისი მოსახლეობისათვის შეიძინა პრეპარატი ტამიფლუ. ეპიდემიის შემთხვევაში თითიეული ავსტრიელისათვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო. მედიკამენტი მწარმოევბელი ფირმა- Roche დიდ იმედებს იძლეოდა. ეს იმედები კი დაფუძნებული იყო 10 სახვდასხვა კვლევაზე რომელიც წამლის მწარმოებელმა ფირმამ Roche მ აწარმოა. დაიდო შედეგები რომლის საფუძველზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ WHO მ პრეპარატს მაღალი ხარისხის რეკომენდაცია მისცა.
კვლევების შედეგები გვიმტკიცებდნენ, რომ თუ ტამიფლუს გრიპის სიპტომების გამოვლენისთანავე პირველ 48 საათში მიიღებდით, რისკებს საკმაოდ ამცირებდა… და ა.შ. კვლევა რომელიც სწორედ ამას გვიმტკიცებდა, აწარმოა მეცნიერთა 6 კაციანმა ჯგუფმა, აქედან 4 ფირმა Roche ს თანამშრომელი ოყო, მეხუთე როგორ მრჩეველი მუშაობდა ფირმა/ Roche სთვის.
ფირმა ამტკიცებდა, რომ გრიპის სიმტომებს მედიკამენტი ამცირებს 50 % მდე და პაციენტების სტაციონალურ დაყოვნებას 60% მდე. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თავის დროზე ტამიფლუ ეგრეთწოდებული „Essentiellen Medikamente „-აუცილებელი მედიკამენტების სიაში შეიყვანა.
ტამიფლუს ყოვლისშემძლეობაში მედიკოსებმა მალე შეიტანეს ეჭვი და შეიქმნა ექიმთა და მეცნიერთა დამოუკიდებელი ინტერნაციონალური ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა ფირმის მიერ დადებული კვლევის მონაცემების გადამოწმება. (www.cochrane.at).
აღმოჩნდა რომ 10 სამეცნიერო კვლევიდან ფირმა Roche მ მხოლოდ 2 კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დამოუკიდებელმა ჯგუფმა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა გამოითხოვა დანარჩენი 8 კვლევაც და მათმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ფირმა Roche მ გამოკვლეული პაციენტების 60 % ის მონაცემები არ გამოაქვეყნა. დამოუკიდებელმა ჯგუფმა თავად აწარმოა ტამიფლუზე კვლევა დაახლოვებით 20 კვლევა ჩაატარა და 9623 პაციენტი ჩართო და გამოიკვლია . (Tamiflu vs. Placebo)
შედეგი: ტამიფლუს მიღების შემთხვევაში (გრიპის სიმტომების პირველი ნიშნების გამოვლინებიდან მედიკამენტის დანიშვნა ხდებოდა პირველ 48 საათში) არავითარი პრევენცია გრიპისა არ ხდება, ასევე, ავადმყოფობის ხანგრიძლოვობა მხოლოდ 17 საათით შეამცირა, Placebo- ჯგუფთან ( ანუ პაციენტების საკონტროლო ჯგუფი მედიკამენტს არ იღებდა)შედარებით.
კვლევამ აღწერა გვერდითი მოვლენები და ასევე გასცა რეკომენდაციია თუ რომელი პაციენტების ჯგუფისათვის არ შეიძლებოდა მედიკამენტის დანიშვნა -კერძოდ ორსულები და ბავშვები!
დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ დადებული კვლევის მონაცემების საფუძველზე 2014 წელს მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ პრეპარატი Tamiflu / „Essentiellen Medikamente „ ის საფეხურიდან დაბალ საფეხურზე გადაიტანა და კომპლემენტარული მედიკამენტების სიაში შეიყვანა!
რაც შეეხება ავსტრიას , რომელიც ცნობილია მისი სახელმწიფო სადაზღვევო სიტემით და პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით, მედიკამენტი ტამიფლუ ამოიღო რეცეპტით გამოსაწერი მედიკამენტების სიიდან, ეს იმას ნიშნავს რომ მას ექიმი აღარ დანიშნავს.
სამაგიეროდ, მიზანმიმართულად ზრუნავს მის მოსახლეობაზე, მოახლოვებული გრიპის ეპიდემიის პერიოდების წინ, დროულად იწყება აცრების აქცია მაღალი ხარისხის მქონე ვაქცინის საშუალებით. ზუსტად ხდება რისკ ჯგუფების შეფასება, ამ ჯგუფის პაციენტების იმუნური სისტემის მიმართულებით ხორციელდება მეტი აქცენტის გაკეთება, ასევე ახსნა განმარტება, ჰიგიენური პირობების დაცვის , გრიპის გადატანისა და გავრცელების გზების შესახებ მოსახლეობისათვის. ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. გრიპის ავადობის შემთხვევაში ხდება დროული სამედიცინო ჩარევა.

WHO downgrades oseltamivir on drugs list after reviewing evidence
BMJ 2017; 357 doi: https://doi.org/10.1136/bmj.j2841 (Published 12 June 2017)Cite this as: BMJ 2017;357:j2841

Oseltamivir (Tamiflu) has been downgraded in the World Health Organization’s list of essential medicines from a “core” drug to one that is “complementary”—a category encompassing drugs that are deemed less cost effective.

Fiona Godlee, The BMJ’s editor in chief, welcomed the move as a victory for the journal’s campaign for evidence based medicine. “WHO’s decision is a vote for evidence based policy making, which will save money and harm.

Information zu den wissenschaftlichen Studien
[1] Jefferson u. a. (2014)
Studientyp: Systematische Übersichtsarbeit und Meta-Analyse
Anzahl der inkludierten Studien: 20 randomisiert-kontrollierte Studien zu Oseltamivir
Teilnehmer insgesamt: 9623 Kinder und Erwachsene
Vergleich: Wirksamkeit von Oseltamivir im Vergleich zu Placebo
Jefferson T, Jones MA, Doshi P, Del Mar CB, Hama R, Thompson MJ, Spencer EA, Onakpoya I, Mahtani KR, Nunan D, Howick J, Heneghan CJ. Neuraminidase inhibitors for preventing and treating influenza in healthy adults and children. Cochrane Database of Systematic Reviews 2014, Issue 4. Art. No.: CD008965. (Zusammenfassung der Systematischen Übersichtsarbeit)
Weitere wissenschaftliche Quellen
[2] Doll u.a. (2017)
Safety and effectiveness of neuraminidase inhibitors for influenza treatment, prophylaxis, and outbreak control: a systematic review of systematic reviews and/or meta-analyses. J Antimicrob Chemother. 2017 Nov 1;72(11):2990-3007. (Zusammenfassung der Systematische Übersichtsarbeit)
[3] IQWIG (2016)
Institut für Qualität und Wirtschaftlichkeit im Gesundheitswesen. Grippe.
www.gesundheitsinformation.de/grippe.2352.de.html Abgerufen am 14.01.2018
[4] DynaMed (2017a)
Influenza in adults. Available from www.dynamed.com/login.aspx…. Abgerufen am 17.1.2018
[5] DynaMed Plus (2017b)
Antiviral medications for the treatment of influenza. www.dynamed.com/…/Antiviral-medications-for-the-treatment-o… Abgerufen am 17.1.2018
[6] UpToDate (2018)
Treatment of seasonal influenza in adults. www.uptodate.com/…/treatment-of-seasonal-influenza-in-adult… am 17.1.2018
[7] Kmietowicz, Zosia (2017)
BMJ News: WHO downgrades oseltamivir on drugs list after reviewing evidence. www.bmj.com/content/357/bmj.j2841 Abgerufen am 18.1.2018
[8] Bundesministerium für Arbeit, Soziales, Gesundheit und Konsumentenschutz
Grippe (Saisonale Influenza). www.bmgf.gv.at/home/Grippe Abgerufen am 14.01.2018

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები