ახალი ამბებიპოლიტიკა

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ფაზა და ამაზე მეტყველებს ეს ქაოტური დაპატიმრებებიც – მურთაზ ზოდელავა

ირაკლი ოქრუაშვილი არის კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარი. მისი დაკავების სურვილი, ბრძანება, ეს ყველაფერი მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და არა რომელიმე საგამოძიებო უწყებიდან, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთუი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური მოტივით უკვე დააკავა 20-მდე ადამიანი, თუმცა, საზოგადოებისთვის მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.
„20-მდე ადამიანი არის დაკავებული ასევე ოქრუაშვილის გარდა და ჩვენ სულ ველოდებთ, მივმართავთ, ვთხოვთ, იქნებ სია მაიონც გამოაქვეყნონ, ბოლოს და ბოლოს მოსკოვის ომონმა გამოაქვეყნა სია დაპატიმრებულების და რა გახდა ჩვენთან. ეს არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ფაზა და ამაზე მეტყველებს ეს ქაოტური დაპატიმრებებიც,“ – აცხადებს ზოდელავა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close