ახალი ამბები

ეს მათ პროფესიონალიზმზე კი არა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიანიშნებს!

ტელევიზიით ექიმების წინა პლანზე გამოყვანა და საზოგადოებასთან მათი უშუალო კონტაქტი  პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოში ღრმა კრიზისზე

მაია ცომაიას ბლოგი

ინტერვიუ სამხედრო ექიმთან, პოლიტიკოს გიორგი ლილუაშვილთან

– გიორგი, როორც სამხედრო ექიმი, არაერთხელ ყოფილხართ ჩემი გადაცემის სტუმარი, სადაც განვიხილეთ სახედრო კათედრის გაუქმება თემა თსსუ-ში, შეგვახსენეთ როდის და ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს?

-მადლობა, თქვენი ინტერესი სამხედრო მედიცინისადმი მართლაც მისასალმებელია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი შეიქმნა 1993 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტის ბაზაზე, გახლდათ საქართველოში პირველი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი. სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტმა აღზარდა რამდენიმე ათეული წარმატებული ქართველი სამხედრო ექიმი, ისინი დღემდე წარმატებით მოღვაწეობენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში. სამხედრო მედიცინის და სამხედრო ექიმების დევნა წინა ხელისუფლების მიერ დაიწყო, გაუქმებული იქნა როგორც სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი, ასევე ისანში განთავსებული რამიშვილის სახელობის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, საბოლოო ჯამში კი პროფესიათა ნუსხიდან ამოიღეს „სამხედრო ექიმი“-ს პროფესიაც და შესაბამისად, სამხედრო მედიცინაც გააუქმეს საქართველოში. ეს ყველაფერი კი მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით ხდებოდა, თუმცა არც შემდგომმა მინისტრებმა დააკლეს. სამწუხაროდ, ძალოვან სტრუქტურბში თითზე ჩამოსათვლელია სამხედრო სამედიცინო განათლების მქონე ექიმი. თქვენს გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ გვაქვს მცდელობა აღვადგინოთ სამხედრო სამედიცინო სასწავლებელი. ამისათვის შევქმენით “საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემია”. მოვიზიდეთ ჯერ კიდევ ცოცხალი ხანდაზმული სამხედრო ექიმები, პროფესორები, აკადემიკოსები, ვინც თავის დროზე ჩაუყარა საფუძველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტს.  ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად,  სახელმწიფო მოხელეების მხრიდან დაიწყო ხელის შეშლა- ზოგიერთმა ისიც კი მოიმიზეზა, რომ თურმე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს არ აწყობს სამხედრო მედიცინის განვითარება საქართველოში, რაც აბსურდად მიმაჩნია.სამწუხაროდ სამხედრო მედიცინის განვითარებას ქვეყანაში არც ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმა, ხელშეწყობისა და გვერდში დგომის ნაცვლად უარი მივიღეთ. მზად გვქონდა სიმულაციების ცენტრი, სასწავლო კაბინეტები და შესაბამისი სპეც. პროგრამით შეიძლებოდა სამედიცინო პერსონალის მომზადება- გადამზადება. ჯანდაცვამ ჩვენს მიერ შეთავაზებული ცენტრი  კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს გადასცა საოფისედ და ფაქტიურად მრავალმილიონიანი ქონება გაანადგურდა, არადა დღეს უკვე გვეყოლებოდა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალისტები და აღდგენილი იქნებოდა სამხედრო მედიცინის დარგი. გული მწყდება როდესაც ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მედიცინის სწავლება ჩვენი (საქართველოში) დამუშავებული სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის პროგრამებით წარმატებულად მიმდინარეობს!  მსოფლიოში სულ რაღაც ათიოდე სახელმწიფოა, სადაც სამხედრო მედიცინა არ არსებობს, თუმცა მათ ჯარიც არ ყავთ.

-დღეს, გადაუდებელი სიტუაციების მართვისას სხვადასხვა ქვეყნები ერთ-ერთ აუცილებლობად მიიჩნევენ საველე ჰოსპიტლების აუცილებლობას, უხანში ათას პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი სასწრაფო წესით აშენდა.. რატომ? რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ჰოსპიტლის სერვისსა და საველე საგანგებო ჰოსპიტალს შორის?

საველე ჰოსპიტლები იშლება საჭიროებისამებრ იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არის სხვა სამედიცინო დაწესებულებები, ან არსებული ვერ ართმევს თავს დაყენებულ ამოცანებს. უხანში სასწრაფო წესით ჰოსპიტლის აშენება პაციენტების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. საქართველოში საველე ჰოსპიტლების გაშლა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს საჭიროებას. საკარანტინო ზონების მოწყობა შესაძლებელია სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მოხდება შესაბამისი სპეციალისტებით გაძლიერება. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი მიდგომა, როგორც სახელმწიფო რესურსის გამოყენების მხრივ, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციაც. ყოველივე ამ პერიოდში პარალელურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს სამართალდამცავი ორგანოები და სწავლობდეს გასხვისებული სტარატეგიული სამკურნალო ობიექტების გაყიდვა- გასხვისების ფაქტების კანონიერებას, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამკუნალო ობიექტების განადგურების ფაქტებს. მაგალითისათვის მოგიყვანთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს- ვაჟა ფშაველაზე და ონკოლოგიურ ცენტრს- ლისის ტბაზე, ასევე საზოგადოებრივი ტელევიზიის უკან მდებარე ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. აღაფერს ვამბობ  ინფექციურ საავადმყოფოზე, რომელზეც უდიდესი დატვირთვა მოდის ამ ეტაპზე და სათანადო არც აღჭურვილობა აქვს. აღნიშნული დაწესებულებების შენობა ნაგებობები იმდენადაა დაზიანებული და ხელოვნურად განადგურებული, რომ მათი საკარანტინო ზონებად გამოყენებაც კი შეუძლებელი გახდა. სახელმწიფო იძულებულია მოქალაქეები კერძო სასტუმროებში განათავსონ. სადაც  არაა იმის პირობები სრულფასოვნად მოხდეს მათზე დაკვირვება, არაა შესაბამისი არჭურვილობა და შესაბამისად მომზადებული მედ პერსონალი.

-მარნეულში უკვე მოხდა უკვე საველე ჰოსპიტლის გაშლა…

-მარნეულში საველე ჰოსპიტლის გაშლა განაპირობა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობამ და პაციენტების სავარაუდო ზრდამ, თუმცა გასაკვირია ის გარემოება, როდესაც საველე ჰოსპიტალს შ.ს.ს შლის და არა თავდაცვის ძალები.  სამწუხარო ფაქტია როდესაც თავდაცვის ძალებმა საველე ჰოსპიტალი რომელიც 2008 წელს არსებობდა და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა წინა ხაზიდან დაჭრილების ევაკუაციასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების გაწევაში საერთოდ გააუქმეს და გამოცდილი ომგამოვლილი სამხედრო ექიმების დიდი ნაწილი სახლში გაუშვეს ღმერთის ანაბარა. მინდა ხაზი გავუსვა და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო თავდაცვის სამინისტროს მიერ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაუქმებას, რასაც ყოველწლიურად სამხედრო ქვედანაყოფებში სხვადასხვა ინფექციებისა და ეპიდემიების აფეთქებები მოსდევს, რაც საზოგადოებისათვის ხშირ შემთხვევებში დაფარულია. სადაზღვევო სისტემაზე ძალოვანი სტრუქტურების გადაყვანა ცალკე კორუფციისა და სახელმწიფო ღალატის სქემებს მოიცავს. ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. საგანგაშოა, ის გარემოება, რომ თავდაცვის ძალებში არ არსებობს ერთიანი სამედიცინო სამსახური, არსებული დაქსაქსულია და ერთიანი მართველობა არ გააჩნია. მაგალითად ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი ცალკე მოვლენაა თავდაცვის ძალებში და სამედიცინო დეპარტამენტი კიდე ცალკე. რაც თავისთავად თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურებს არაეფექტურს ქმნის.  თუნდაც ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლიდან როდესაც საქართველოში ომი მიმდინარეობდა, სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდგომ წლებში და სამჯერ და ოთხჯერ მეტი 2016-2017-2018 წლებში. რაც საგანგაშოა.

-როგორც ექიმსსა და პოლიტიკური პარტიასაქართველოსლიდერს მინდა თქვენი მოსაზრება გაგვაცნოთ არსებულ პანდემიასთან მიმართებაში

-საერთოდ ჩვენს პლანეტაზე „კორონა ვირუსი“ პანდემიის პირველი შემთხვევა არაა, ჩვენ ვეყრდნობით ძირითადად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს, რასაც გვამცნობს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და მასმედიით მოწოდებულ სხვადასხვა ინფორმაციას, ასევე არსებობს ალტერნატიული ინფორმაციებიც უშუალოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს პანდემია მძვინვარებს და საგანგაშო შედეგებიც ვრცელდება.ამ ეტაპზე ჩვენც ვატარებთ გარკვეულ დაკვირვებას, როგორც ჩვენი ქვეყნის ასევე სხვა ქვეყნებში სამედიცინო სტრუქტურების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. მაგალითისთვის -გასული წლების მონაცემების შესწავლით, ეს ეხება უახლოეს 10-15 წელს, მსოფლიოში ეპიდემიებისა და პანდემიების წარმოშობას არ მოყოლია ასეთი საინფორმაციო აჟიოტაჟი, წინა ხელისუფლების პერიოდში ქათმის გრიპთან დაკავშირებით დაიწყო საინფორმაციო სააგიტაციო მუშაობა, თუმცა მალევე შეწყდა, მაშინაც ხელის დაბანას გვასწავლიდნენ. ამ მოვლენებიდან მაშინ უამრავმა არაკეთილსინდისიერმა თანამდებობის პირმა ისარგებლა კიდეც. ქათმის გრიპის გამო საკოლმეურნეო ბაზრებიდან, მარკეტებიდან და საწყობებიდან გასანადგურებლად ამოღებული ქათმის ბარკლები. ირაკლი ოქრუაშვილმა და მაშინდელმა სამხედრო მეთაურობამ წაიღო და ჯარს აჭამა. იყო ვაზიანში დაბინძურებული წყლის პრობლემები, ქვეყანაში გავრცელებული ინფექციური დაავადებების აფეთქებები. თუმცა მასმედია მალავდა ამ ფაქტებს. წინა ხელისუფლების მიერ პირველი კონფერენცია, რომელიც დაიბლოკა სწორედაც დაბა ვაზიანში ეპიდ. აფეთქების საშიშროებას და პირველი კომანდოს ჯარისკაცების დასნებოვნებას ეხებოდა, როდესაც სამხედრო ნაწილს,იქ არსებულ სამხედრო და დევნილთა დასახლებას ფეკალური მასებით დაბინძურებულ სასმელ წყალს აწვდიდნენ. იყო სხვა გამოწვევები, როგორიც იყო ატიპიური პნევმონია, ღორის გრიპი და ასე შემდეგ. თუმცა ასეთი პანიკური დამოკიდებულება სახელმწიფოს მაღალი ეშელონებიდან არცერთ ვირუსულ ეპიდემიას არ მოჰყოლია. მათ შორის წინა წლებში არაერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა პნევმონიით,  გვიან შემოდგომა – ზამთრის პერიოდებში ჩვენს მოსახლეობას კარგად უნდა ახსოვდეს 112-ით შეუძლებელი იყო სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებ,ა მითუმეტეს, როდესაც იგებდნენ ჩივილებს ტემპერატურის ზრდასთან დაკავშირებით, ბევრ შემთხვევაში უარს, ანდა რამოდენიმე საათის დაგვიანებით მოდიოდნენ სამედიცინო ბრიგადები. სიკვდილიანობაც საკმაოდ მაღალი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისე გამოცხადდა საკარანტინო ზონები, ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არც კი გაუგია ამის შესახებ, მათ შორის არავინ დაინტერესებულა წინა წლების სიკვდილიანობის მოძიებითაც. ჩვენ ასევე დავინტერესდით გარკვეული ინფორმაციით და ოფიციალურად გამოთხოვილი გვაქვს სახელმწიფო უწყებებიდან, იმედია დროულად მოგვაწვდიან და არა ისე, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს სჩვევია -ერთი წლის დაგვიანებით.

ჩვენ არა მარტო საქართველოს მონაცემებს ვსწავლობთ პანდემიასთან დაკავშირებით არამედ ჩვენი ინტერესი სხვა ქვეყნებშიც არსებობს, (ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით ანუ ოფიციალური წერილობითი ინფორმაციის არ არსებობა.) ვსწავლობთ სიკვდილიანობის სტატისტიკას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში. მაგალითად იტალიაში, ყოველ წლიურად სიკვდილიანობა მერყეობს 600 ათასიდან 700 ათას მოსახლეზე. ყოველდღიურად 1,650 დან 2000 ადამიანამდე. სიკვდილის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს და არც იყოს რეკლამირებული კორონა ვირუსი სიკვდილის დადგომის მიზეზი. ხოლო ვირუსის ორგანიზმში არსებობა პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ წარმოიშვას. ბევრი გარდაცვლილის კვლევაც არ ხდება, პანდემიის გამო შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე შექმნილი ლაბორატორიული ხარჯვადი ინვენტარის დეფიციტიდან გამომდინარე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები მარტო საქართველოში არ არიან და ვიღაცას ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის სურვილი რომ გაუჩნდეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

– როგორ შეაფასებს საქართველოში განვითარებულ სტრატეგიას, გეგმას 

-საქართველოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ აქ არც გეგმაა და არც სტრატეგია! ექიმები უბრალოდ თავის საქმეს აკეთებენ და ინფექციურ საავადმყოფოში შესულ პაციენტებს სიმპტომატურად მკურნალობენ საკუთარი სიცოცხლის და ჯამრთელობის ფასად. ახლა რაც ხდება საქართველოში, ძალიან გავს 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს! ჩვენ იმის მაგივრად დავმჯდარიყავით და გაგვეანალიზებინა ის პრობლემები, რაც მოხდა 2008 წელს, სახელმწიფო სტრუქტურების მართვის მხრივ, მათ შორის სამედიცინო სამსახურების მუშაობა და კიდევ უამრავი სხვა უწყების მოქმედებები, რეალურად შეგვეხედა პრობლემებისთვის, დღეს გაცილებით ორგანიზებული და ჩამოყალიბებულები ვიქნებოდით მსგავს სიტუაციებში სამოქმედოთ. მაგრამ ვის აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე? პროფესიონალების ხელში რომ ყოფილიყო მართვის სადავეები დღეს გორის ჰოსპიტალი  ისევ რამიშვილის სახელობის იქნებოდა და წარმატებული სამხედრო ქირურგი გიორგი აბრამიშვილი თავის ოჯახთან ერთად ბედნიერი, ასევე ის ექიმები, რომლებიც ვიღაცის არაპროფესიონალიზმს ემსხვერპლენ -ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ გმირულად.  ერთიანი სისტემიდან, თუნდაც ერთი რგოლის გამოკლებამ შეიძლება სავალალო შედეგები, ანდა მისმა ჩანაცვლებამ სხვა რგოლების ფუნქციური მოშლა გამოიწვიოს.

-გიორგი, როგორც ჩანს ჩინეთი კარგად იცნობდა ამ ვირუსს, ვრცელდება ინფორმაციაც რომ მალე ვაქცინასაც ჩინეთი შემოგვთავაზებს.

-ამ ვირუსს ყველა წამყვანი სახელმწიფო ძალიან კარგად იცნობს და ყველგან მიმდინარეობს მუშაობა, უბრალოდ ძალიან ელიტარულ ვირუსად გადაიქცა კორონა ვირუსი, თუ დავაკვირდებით სახელმწიფოს პირველ პირებს და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს უფიქსირდებათ დიდი ინტენსივობით, ირანში ფაქტიურად მთელ პარლამენტს დაუფიქსირდა, ამერიკასა და რუსეთში პრეზიდენტის გარემოცვას, სომხეთის პრეზიდენტი საქართველოდან უკან დაბრუნებული კარანტინში მოათავსეს, ინგლისში სამეფო ოჯახის წევრებს, არსად არ ჩანს სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი შვილი უტა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე გააქრა. თუმცა სხვა ვირუსებთან შედარებით ის არ გამოირჩევა მაღალი ლეტალობით. მაგრამ როგორც ქართული ანდაზა ამბობს შიში ოხერიაო, ადამიანების წინასწარი განწყობა ამ ვირუსისადმი უფრო დამანგრეველია ორგანიზმისათვის ვიდრე თავად ის. რაც შეეხება ვაქცინას, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ვირუსების ვაქცინაციის შედეგად მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება და თან ვაქცინის წარმოებას გარკვეული დრო ესაჭიროება, ამას სჯობს ადამიანების დაშინებას შევეშვათ, რამეთუ სტრესი კიდე უფრო ასუსტებს ორგანიზმს,აქვეითებს იმუნიტეტს. მოსახლეობას მოვუწოდოთ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, ორგანიზმის გაკაჟებისკენ, ვასწავლოთ იმუნიტეტის გაძლიერების მეთოდები- ასე დავამარცხოთ კორონები და სხვა გამოწვევები. გლობალური ეკოლოგიური ცვლილებები კიდევ უამრავ სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ და თუ ასე დაფეთებულებმა სახლის კარებები გამოვიკეტეთ, დავჯექით სახლში,  ნამდვილად ვერ გადავრჩებით. ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მაღალკვალიფიციური ქართველი ექიმების აღზრდა, მეტი დოტაცია უნდა წავიდეს სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სამეცნიერო მუშაობაში და აღდგეს მედიცინის განადგურებული დარგები როგორიცაა სამხედრო მედიცინა, ვირუსოლოგია, ეპიდემიოლოგია და ასე შემდეგ. უნდა მიხედონ იმ კლინიკებს, რომლებიც ხელოვნურად გაანადგურეს და ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს შესწირეს. სამედიცინო კლინიკები დაუბრუნდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ა.შ.

-გამოიკვეთა დარგის ლიდერები, რომლებმაც ქართველი ხალხის ნდობა დაიმსახურეს, ხომ არ მოიაზრებთ მათ პოლიტიკაში

 –მე ზემოთ აღვნიშნე დარგი, რომლის უშუალოდ ამ პრობლემების გადაწყვეტა შედის მის ამოცანებში სამხედრო მედიცინაა! რაც შეეხება პიარ კომპანიას, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება  კარგს ვერაფერს მოიტანს. სწორედ ასე მოხდა, კიდევ ხაზს გავუსვამ 2008 წელს, როდესაც გორის ცენტარლურ ჰოპიტალში მობილიზება მოახდინეს ყველა წამყვანი სამოქალაქო ქირურგის და ამ დროს იქ ძირითადად  ბატალიონის დონის პირველი საექიმო დახმარების აღმოჩენა ხდებოდა და თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში ახდენდნენ ყველა დაჭრილის ევაკუაციას. რასაც რიგითი ზოგადი პროფილის ქირურგიც უზრუნველყოფდა. ამასთნ ერთად აღვნიშნავ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების წინა ეშელონში საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა რეზერვისტ ექიმებითან ერთად, პირადი შემადგენლობა 300 კაცი ეს უკანასკნელი ბეწვზე გადაურჩა სრულ განადგურებას, რომ არა საველე ჰოსპიტლის მეთაური, დამატებით 300 დაღუპული ექიმი გვეყოლებოდა, როდესაც უკან დახეულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა საველე ჰოსპიტალი ფაქტიურად წინა ხაზზე შეატოვეს მტერს. იმის გამო, რომ ვიღაცას საკუთარი თავის პიარი უნდოდა არ მოახდინეს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის დროული ევაკუაცია ფრონტის წინა ხაზიდან და მოყვა მსხვერპლი, დაიღუპა ბრწყინვალე ქართველი სამხედრო ქირურგი გიორგი აბრამიშვილი!  ჩვენ საკუთარ შეცდობებზეც არ გვინდა ვისწავლოთ ჭკუა!

უკვე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, იზოლირებული და მკაცრი საკარანტინო ზონებია შექმნილი, ჩაკეტილია მარნეულისა და ბოლნისის რეგიონი,  გაიშალა საველე ჰოსპიტალიც, თუმცა საველე ჰოსპიტალს შლის შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყება, აწყობს შესაბამის საკარანტინო სამედიცინო ზონებს და ასე შემდეგ. ყოველივე ეს მიუთითებს სახელმწიფო უწყებების შეუთავსებლობასა და შიდა დაპირისპირებაზე, უწყებრივი პირველობის მოსაპოვებლად და ვიღაცის წინაშე პლიუსების ჩასაწერად და ეს ნამდვილად არა საქართველოს მოსახლეობა. რა ინფორმაციაც ვრცელდება და სახელმწიფო უწყებების მოქმედებებიდან გამომდინარე, მარნეულსა და ბოლნისში არ მიმდინარეობს სანიტარულ ეპიდემიოლოგიური მუშაობა, იქ კორონას ამოფარებული პოლიციური ოპერაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება ტელევიზიით ექიმების წინა პლანზე გამოყვანას და საზოგადოებასთან მათ უშუალო კონტაქტს, ეს პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოში ღრმა კრიზისზე, ექიმები რომლებიც დაკავებული უნდა იყვნენ პრობლემების გადაწყვეტით, უწევთ ტელე ეთერში პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ეს მათ პროფესიონალიზმზე კი არა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიანიშნებს! და ბოლოს  დავძენ, რომ  ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და ახლა კიდე ახალი ექსპერიმენტი კორონით დასტრესილები სავალალო შედეგებს მოიტანს! იმედია საველე ჰოსპიტლების გაშლა ვირუსის კი არა ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ არ დაგვჭირდეს!

-არჩევნები მოახლოვებულია, მთავრობამ ეპიდემიის დროს ხალხის აპლოდისმენტები დაიმსახურა…

-ტაში! ტაში! და ტაში!  ექიმებს! ხელისუფლებაში არაა არცერთი მინისტრი, ვისაც შეუძლია მოსახლეობას ესაუბროს  ქვეყანაში სადაც ქმნი „პანელს“ (სხვა სიტყვას ვერ არჩევ) და იქ აყენებ  დარგის წამყვან სპეციალისტებს. ამ შერაცხყოფელ ტერმინს  კი მე ავხსნი, ანუ  რას ნიშნავს სამინისტროს მიერ შექმნილი ეს “პანელი”.  სხვა ქვეყნებში, როდესაც კატასტროფა ხდება: მიწისძვრა, ეპიდემია თუ პანდემია და ა.შ. ეს ჩვენი წამყვანი პატივსაცემი ექიმები სასწრაფო წესით უნდა გადაისროლონ ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად, საუბარია დარგის მთავარ ექიმებზე. თავის დროზე, როდესაც ასეთი სისულელე გააკეთა წინა ხელისუფლებამ რამდენიმე ექიმი აპროტესტებდა, საგაზეთო სტატიაც მიეძღვნა ამ საკითხს, ბატონი თემურ კობიძე და მერაბ დვალი საჯაროდ პრესის საშუალებით აპროტესტებდნენ ამ შეურაცყოფას. თუმცა  მაინც პანელზე დატოვეს, თავს ზემოთ ძალა არ იყო. .როდესაც ექიმებს ტაშს უკრავენ და გმირებად თვლიან, მაშინ ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ექიმს და მასწავლებელ 300 – 400 ლარი, ხოლო მინისტრებს, პარლამენტარებს  და სხვა საჯარო მოხელეებს 5 ათასიდან დან 35 – 40 ათას ლარამდე ხელფასები, დანამატ-პრემიები აქვთ, მოდით იმდენი მაინც გავაკეთოთ “პანელზე” მაინც ნუ დავაყენებთ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. სირცხვილია, როდესაც ექიმებს ტაშს უკრავთ, აცხადებთ, რომ სამხედრო ნაწილებში ექიმების ნაკლებობაა, ამ დროს სამხედრო ექიმი საპოხი მასალების ოფიცრად მუშაობს, სამხედრო ქიმიკოსი, რომლის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით ასწავლით დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიაში, საინჟინრო სამუშაოებზე გამნაღმელად.  521 ოფიცერს ყველა დარგის და წოდების სპეციალისტს, მათ შორის სამხედრო ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ქირურგებს, სასამართლოა მოგებულია, სასამართლოს მიერ ბათილია მათი უკანონოდ დათხოვნის ბრძანება, არ ასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და უფრო მეტიც, უკვე დათხოვილებს ხელმეორედ ითხოვ აღდგენის გარეშე და დაცინი. აი ესაა ამ ხელისუფლების აპლოდისმენტები, ასეა დაფასებული მედ პერსონალი, რომელიც თქვენს გამო სიცოცხლეს და ჯამრთელობას სწირავს! მახსენდება ახლახანს შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება, ვინც ექიმებს შეურაცყოფას მიაყენებს პასუხს აგებსო, ხოდა აგონ პასუხი ექიმების, სამხედროების, შეურაცყოფისათვის, თუ ესეც ისე როგორც სჩვევიათ. თუნდაც ახლა მაინც მოვიძიოთ ქვეყნიდან სიღარიბის გამო გაქცეული ჩვენი ინფექციონისტები, ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, სამხედრო ექიმები და სხვა დარგის სპეციალისტები და ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში.

-რას იტყვით საყოველთაო ტესტირებაზე?

-რაც შეეხება საყოველთაო ტესტირებას ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იქნება, დასტრესილი მოსახლეობისთვის გარკვეული შვების მომტანი, სხვა შემთხვევაში მას აზრი არ აქვს! ეს ვირუსი, როგორც სხვა ვირუსები ერთი და იგივე ნოზოლოგიით  მიმდინარეობს, ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში ორგანიზმი ადვილად ამარცხებს ვირუსს, სხვა შემთხვევებში იწვევს გართულებებს, რომელსაც შესაბამისად უნდა უმკურნალო, როგორც სხვა დროს მკურნალობდით. ამიტომ საყოველთაო ტესტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს კორონავირუსთან ბრძოლაში. მთავარია, დავიცვათ სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური ნორმები! ასევე საგანგაშოა მოსახლეობის რაიონებში გახიზვნის მომენტიც, რეგიონები მოუმზადებელია ამდენი ადამიანის მისაღებად, მოუწესრიგებელია როგორც სასმელი წყლის, ასევე საკანალიზაციო სისტემები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით კორონავისრუსთან საბრძოლველად უნდა მოვერიდოთ შინაურ ცხოველებს და ფერმერებს. დათბობასთან ერთად სხვა ეპიდ აფეთქებებსაც უნდა ველოდოთ და ამისათვის ქვეყანაში პროფესიონალთა გუნდი გვჭირდება, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტილებებს მიიღებს! ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების სწორად დაგეგმვას და მოსახლეობის ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველყოფას, ხაზს გავუსვამ მოსახლეობის ჯანსაღი სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფის საკითხს.

 

 

 

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები