ახალი ამბებისამართალი

ერთი ადამიანის ტკივილი ყველას ტკივილი უნდა გახდეს

პარლამენტის წინ აპროტესტებენ მკვლელობების საქმეებს,რომლებიც გამოუძიებელია დღემდე ერთ-ერთი ასეთი საქმეა ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობ, ბიძინა კუჭავას მეუღლე მარიამ ნიკოლოზაშვილის განცხადებით ბიძინას თავი არ მოუკლავს.

„2016 წლის იანვარში მოკლული იქნა ბიძნა კუჭავა რომლის გარდაცვალების მიზედადაც თვითმკვლელობა გამოაცხადა პროკურატურამ და შეფუთეს ისე ლამის მანიაკად გამოიყვანეს ეს ადამიანი.დღეს ნამდვილად სოლიდარობას ვუცხადებ, ნებისმიერ ორგანიზაციას ნებისმიერ მიმდევრობას, ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის.”

-ქალბატონო მარი თქვენ როგორც დაზარალეებული და უსამართლობის მსხვერპლი მოკლედ რომ გვითხრათ თქვენს შესახებ

– 2016 წლის იანვარში მოკლული იქნა ბიძინა კუჭავა რომლის გარდაცვალების მიზეზადაც თვითმკვლელობა გამოაცხადა პროკურატურამ და შეფუთეს ისე ლამის მანიაკად გამოიყვანეს ეს ადამიანი.დღეს ნამდვილად სოლიდარობას ვუცხადებ, ნებისმიერ ორგანიზაციას ნებისმიერ მიმდევრობას, ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის. მართლმსაჯულება ნამდვილად ჩიხშია შესული რადგან დღეს, ნათელი საქმეები რომლის დასტურებიც არ აქვთ და ამას თვითონ ხელისუფლება აცხადებს თამამად, ტრიბუნიდნ ვერ ამტკიცებენ თავისივე ნათქვამებს. ნამდვილად ვიბრძვი და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ბიძინა კუჭავას სახელი რეაბილიტირებული იქნეს.

-თქვენ რაიმე საბუთეი გადმოგეცათ პროკურატურიდან, თქვენ ხომ მეუღლე ბრძანდებით?

– არანაირი საბუთი არ გადმოუცია პროკურატურას დიახ ჩვენ ვიყავით ქორწინებაში თუმცა დაზარალებულის სტატუსსაც არ მანიჭებენ, საერთოდ არანაირ სტატუსს არ მანიჭებენ და არ მეძლევა საშუალება საქმის მასალებს გავეცნო და დავიცვა ამ ადამიანის უფლებები.

-მიზეზს რას ასახელებს თვითონ პროკურატურა რატომ არ გაძლევენ ამის უფლებას ?

-პროკურატურის პასუხი არის ის რომ არ ვარ უფლება მონაცვლე.

-და აბა ვინაა უფლება მონაცვლე ვის აძლევენ ამ საბუთებს გასაცნობად ?

-არავის აბსოლიტურად, არც არაფერი გაკეთებულა ამ საქმესთან დაკავშირებით.

-როგორც თქვენ ამბობთ ეს არის მკვლელობა რომელსაც მალავენ?

-მოვახსნებ საზოგადოებას, რომ დღემდე ვიბრძვი და მიმდინარეობს პროცესი სამი წლის უკან შევიტანე სარჩელი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე და ასევე ღირსების შელახვის საკითხთან დაკავშირებით, პროცესი დანიშნული იყო აპრილში რომელიც გადაიტანეს და გაგრძელდება 27 მაისს. მოვითხოვ და აუციელბლად ყველა შუამდგომლობას დავაყენებ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სამწუხაროა, რომ დღეს სამართალდამცავები გამოდიან კერძო ინტერესების დამცველები . არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი რომელიც დაამტკიცებს რომ იყო თვითმკვლელობა და ბიძინამ თავი მოიკლა , ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა ბიძინა კუჭავასი სამი წლის განმავლობაში არ დადგინდა და არ ვიცით დღემდე რა მოხდა რეალურად.

-როგორც ვიცი ბიძინა კუჭავა ნაწამებიც იყო ხომ?

-დიახ არის ბევრი საპირისპირო მასალა ისეთი რაც საპირისპოროა და კონტრ არგუმენტირებულია იმასთან შედარებით რაც თავის დროზე არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა, როდესაც იყო მინისტრის პირველი მოადგილე და თვითონ მათივე ექსპერტიზის დასკვნით არცერთი მათი ნათქვამი არ დასტურდება და ზუსტად ამიტომ არ უნდათ ამ საქმის გახსნა და ამ საქმის გამოძიება.რაც შეეხება წამებას ბიძინას თითი ქონდა დაზიანებული ამის ექსპერტიზაც გაკეთდა და ზუსტადაც არ არის თანხვედრა მის სიტყვებთან ასე გამოვიდა რომ არჩილ თალაკვაძემ თავის დროზე იჭორავა , მოიგონა ეს ამბავი და დღესაც სამი წლის მერეც ამას ვერ ადასტურებს.ვ ინ არის მკვლელი ეს უნდა თქვას გამოძიებამ,დღეს მე მაინც ნდობას ვუცხადებ გამოძიებას და მე მაქვს პრეტენზია კონსიტუციურ ქვეყანაში როგორც კონსტიტუციური მოქალაქე ,ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებები რამდენად არის დაცული და ვის მიერ უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში, ამიტომ მივმართავ საზოგადოებას დროა გავხდეთ სოლიდარულები. ნებისმიერი ერთი ადამიანის ტკივილი ყველას ტკივილი უნდა გახდეს და უნდა მოვითხოვოთ იმ მთავრობისგან რომელიც ხალხის დაქირავებულია და რომელიც ჩვენი მსახურია, გასცეს პასუხი ყველა აქტუალურ თემას .

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები