ახალი ამბებიგანათლება

ერთად ვსწავლობთ სამართალს

სამართლის და პოლიტიკის სკოლამ და საადვოკატო ბიურომ – “T&M კონსალტინგი” ქართულ -ამერიკული სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე : “ერთად ვსწავლობთ სამართალს”,
ტრენინგი სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ლექცია-სემინარი ჩაატარა სამართლის დოქტორმა, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დირექტორმა, “T&M კონსალტინგის” ადვოკატმა, მირანდა გურგენიძემ.
ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა დაწერეს ტესტები, რომლებიც მათთვის სპეციალურად შეადგინეს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, “T&M კონსალტინგის” ადვოკატმა თამარ ზურაშვილმა და იურისტმა თინათინ გოგოლაძემ.
ღონისძიება დასრულდა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოვებითა და შესაბამისი სერტიფიკატების გადაცემით.
სამართლის და პოლიტიკის სკოლა და საადვოკატო ბიურო “T&M კონსალტინგი” მომავალშიც განაგრძობენ მსგავსი შემეცნებითი და პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები