ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 4 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6904 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6937 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0033-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0256 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0175 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0081-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5454 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5169 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0285-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4781 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4854 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0073-ით გამყარდა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები