ახალი ამბებისაზოგადოებაშოუბიზნესი

ერეკლე გაჩეჩილაძე რადიო “საქართველოს ხმა“-ს რჩეულია

“Smule საქართველო“-ს საგაზაფხულო კონკურსი დასრულდა.

კონკურსი ოფიციალური გვერდის “Smule Georgia-საქართველო“-ს მეშვეობით ჩატარდა.მასში მონაწილეობა მიიღეს არაპროფესიონალი მომღერლები მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან.შემფასებლები თავად ინტერნეთ სივრცის მსმენელები გახლდნენ,რომლებმაც მეტი მოწონებით გამოავლინეს გამარჯვებულები.“Smule-Georgia”-ს მედია მხარდამჭერი რადიო “საქართველოს ხმა“-მ საკუთარი ფავორიტი გამოავლინა.ემიგრაციაში მყოფი ერეკლე გაჩეჩილაძე რადიოს რჩეული გახდა.მისი შესრულებით სიმღერა “დამილოცე“ რადიო საეთერო ბადის პროგრამაში ჩაიტვირთება და ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

“საქართველოს ხმა“ ულოცავს ერეკლეს ამ წარმატებას და ბევრ საინტერესო პროექტს უსურვებს .

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები